მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები
მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია; უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია; სმა-ჭამა - დიდად შესარგი დება რა სავარგულია?! რასაცა გასცემ, შენია; რაც არა დაკარგულია!
ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების! უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ებით. უხვად გასცემდი, ზღვათაცა, შესდის და გაედინების.
ლმობიერნი ვიყოთ გლახაკთა და მწირთა მიმართ - ამისთვის დიდად ზრუნავდნენ ეკლესიის მამანი და მნათობნი. მთელი ძალღონით უნდა ვეცადოთ, რომ შევასრულოთ უფლის სიტყვები: "იყვენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი მოწყალე არს... იხილეთ სრულად
მოწყალება შინაგანი კეთილგანწყობით უნდა გავცეთ, როგორც წმ. ისააკ ასური ამბობს: როდესაც ვინმე რამეს გთხოვს და შენ აძლევ, მიეცი სიხარულით და კეთილი სიტყვით ანუგეშე გასაჭირში მყოფი.