47. არსებობენ საშუალებანი, რომლებიც ვნებათა მოქმედებას აბრკოლებენ და არ აძლევენ ზრდის უფლებას. ასე, მაგალითად, მარხვა, შრომა და მღვიძარება ავხორცობას არ აძლევს ზრდის უფლებას; ხოლო განმარტოება, ცოდნა, ლოცვა და ღვთის სიყვარული ამცირ...
იხილეთ სრულად
47. არსებობენ საშუალებანი, რომლებიც ვნებათა მოქმედებას აბრკოლებენ და არ აძლევენ ზრდის უფლებას. ასე, მაგალითად, მარხვა, შრომა და მღვიძარება ავხორცობას არ აძლევს ზრდის უფლებას; ხოლო განმარტოება, ცოდნა, ლოცვა და ღვთის სიყვარული ამცირებს მათ და საბოლოოდ ანადგურებს. ასევეა გულისწყრომასთან მიმართებაშიც; სულგრძელება, ძვირუხსენებლობა და სიმშვიდე ანელებს ვნებებს, ხოლო სიყვარული, მოწყალება, კეთილმოსურნეობა და კაცთმოყვარეობა ამცირებს მათ.
19. ძლიერია სიძვის დემონი და მთელი ძალით ესხმის თავს ამ ვნების წინააღმდეგ მებრძოლთ, განსაკუთრებით საკვებთან მიმართებაში თავშეუკავებლობისა და დედაკაცებთან შეხვედრისა თუ საუბრის ჟამს. თავიდან ის გონებაში შეუმჩნევლად შემოაპარებს ავხო...
იხილეთ სრულად
19. ძლიერია სიძვის დემონი და მთელი ძალით ესხმის თავს ამ ვნების წინააღმდეგ მებრძოლთ, განსაკუთრებით საკვებთან მიმართებაში თავშეუკავებლობისა და დედაკაცებთან შეხვედრისა თუ საუბრის ჟამს. თავიდან ის გონებაში შეუმჩნევლად შემოაპარებს ავხორცულ სიამეთა წადილს, შემდეგ კი მეხსიერების მეშვეობით შეაღწევს მდუმარეში, და რამდენადაც სხეულს აღანთებს, იმდენად გონებას სხვადასხვა სახის ბილწ სურათს წარმოუსახავს და ამგვარად აღძრავს ცოდვის წადილს. თუკი არ გსურს, ყოველივე...
7. ვისაც რა უყვარს, ცდილობს ყოველნაირად მისით იყოს მოცული და იშორებს ყველაფერს, რაც ამაში ხელს უშლის, ოღონდაც არ დაკარგოს სასურველი. ასეთივეა ღვთისმოყვარულის სწრაფვა წმინდა ლოცვისაკენ და ყოველგვარ ვნებას, რაც, შეიძლება, დაბრკოლება...
იხილეთ სრულად
7. ვისაც რა უყვარს, ცდილობს ყოველნაირად მისით იყოს მოცული და იშორებს ყველაფერს, რაც ამაში ხელს უშლის, ოღონდაც არ დაკარგოს სასურველი. ასეთივეა ღვთისმოყვარულის სწრაფვა წმინდა ლოცვისაკენ და ყოველგვარ ვნებას, რაც, შეიძლება, დაბრკოლებად იქცეს, თავისგან განაგდებს.
6. წმინდა ლოცვის ორი უმაღლესი მდგომარიობა არსებობს. ერთი ღვაწლმოსილი ცხოვრების მქონე ადამიანებს ემართებათ, მეორე - შემეცნებითი ცხოვრებისა. პირველს სულში ღვთის შიში და სასოების მადლი შობს, მეორეს - ღვთის სიყვარული და უსაზღვრო სიწმი...
იხილეთ სრულად
6. წმინდა ლოცვის ორი უმაღლესი მდგომარიობა არსებობს. ერთი ღვაწლმოსილი ცხოვრების მქონე ადამიანებს ემართებათ, მეორე - შემეცნებითი ცხოვრებისა. პირველს სულში ღვთის შიში და სასოების მადლი შობს, მეორეს - ღვთის სიყვარული და უსაზღვრო სიწმინდე. პირველის ნიშანია გონების ამქვეყნიური ზრახვებისაგან შემოზღუდვა, გონებაგაფანტულობისა და ძრწოლის გარეშე ლოცვა ისე, თითქოს თავად ღმერთი იდგეს მლოცველის წინაშე, როგორც ეს სინამდვილეშია. მეორის ნიშანია ის, რომ ლოცვის წარმ...
1. ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, ყოველგვარი გონებაგაფანტულობის გარეშე ლოცულობს, ისევე როგორც ყოველგვარი გონებაგაფანტულობის გარეშე მლოცველს ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი. მაგრამ გონებაგაუფანტავად ვერ ილოცებს ის, ვისი გონებაც რაიმე მიწ...
იხილეთ სრულად
1. ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, ყოველგვარი გონებაგაფანტულობის გარეშე ლოცულობს, ისევე როგორც ყოველგვარი გონებაგაფანტულობის გარეშე მლოცველს ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი. მაგრამ გონებაგაუფანტავად ვერ ილოცებს ის, ვისი გონებაც რაიმე მიწიერსაა მიმსჭვალული. ამრიგად, ღმერთი არ უყვარს მას, ვისი გონებაც რაიმე მიწიერსაა მიჯაჭვული.
79. მოწყალება სულის გულისწყრომის ნაწილს კურნავს, მარხვა - ავხორცობას აშთობს; ლოცვა გონებას წმენდს და მას ჭეშმარიტების შესაცნობლად ამზადებს, რადგან სულიერ შესაძლებლობათა მიხედვით მოგვცა უფალმა მცნებები.
68. ნურასდროს სცემ ძმათგან ვინმეს, განსაკუთებით - უმიზეზოდ, რათა ის, განსაცდელის დაუთმენლობის გამო, არ გაიქცეს. მაშინ შენ ვერსად წაუხვალ სინდისის ქეჯნას, რომელიც ლოცვის ჟამს ყოველთვის მწუხრებას მოგგვრის და გონებას ღვთის იმედს განა...
იხილეთ სრულად
68. ნურასდროს სცემ ძმათგან ვინმეს, განსაკუთებით - უმიზეზოდ, რათა ის, განსაცდელის დაუთმენლობის გამო, არ გაიქცეს. მაშინ შენ ვერსად წაუხვალ სინდისის ქეჯნას, რომელიც ლოცვის ჟამს ყოველთვის მწუხრებას მოგგვრის და გონებას ღვთის იმედს განაშორებს.
45. დაიუძლურე სხეული მარხვითა და მღვიძარებით, დაუზარებლად ივარჯიშე ფსამუნებასა და ლოცვაში, მაშინ უბიწოების ნათელი გარდამოვა შენზე და სიყვარულს მოგიტანს.