
ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა:
ვნებები, ვნებათაგან განთავისუფლება, მარხვა, შრომა, მღვიძარება, სიფხიზლე, განმარტოება, ლოცვა, ადამიანის სიყვარული ღვთისადმი, მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა
47. არსებობენ საშუალებანი, რომლებიც ვნებათა მოქმედებას აბრკოლებენ და არ აძლევენ ზრდის უფლებას. ასე,
47. არსებობენ საშუალებანი, რომლებიც ვნებათა მოქმედებას აბრკოლებენ და არ აძლევენ ზრდის უფლებას. ასე, მაგალითად, მარხვა, შრომა და მღვიძარება ავხორცობას არ აძლევს ზრდის უფლებას; ხოლო განმარტოება, ცოდნა, ლოცვა და ღვთის სიყვარული ამცირებს მათ და საბოლოოდ ანადგურებს. ასევეა გულისწყრომასთან მიმართებაშიც; სულგრძელება, ძვირუხსენებლობა და სიმშვიდე ანელებს ვნებებს, ხოლო სიყვარული, მოწყალება, კეთილმოსურნეობა და კაცთმოყვარეობა ამცირებს მათ.
|