მშვინვიერი სიყვარული ეს იმისაგან დამოკიდებულებაა, ვინც უყვართ, მასში არ არის თავისუფლება, ეს ხორცისადმი სიყვარულია, ხოლო რამდენადაც ხორცი ხრწნადია, ხრწნას ექვემდებარება და მასში ყველაფერი ხრწნილია, იმდენად მშვინვიერი სიყვარული რე...
იხილეთ სრულად
მშვინვიერი სიყვარული ეს იმისაგან დამოკიდებულებაა, ვინც უყვართ, მასში არ არის თავისუფლება, ეს ხორცისადმი სიყვარულია, ხოლო რამდენადაც ხორცი ხრწნადია, ხრწნას ექვემდებარება და მასში ყველაფერი ხრწნილია, იმდენად მშვინვიერი სიყვარული რეალობას ფანტაზიით ცვლის, იმას ხედავს, რისი დანახვაც უნდა და არა იმას, რაც სინამდვილეშია. მასში განუწყვეტლად მღელვარება და განგაშია: მღელვარება როგორმე მოიპოვოს; განგაში როგორმე არ დაკარგოს; იმედგაცრუებაა, როცა ადამიანი ს...
მოვალეობის მორალი მსახურისა და მონის მორალია. სიყვარულის მორალი ადამიანის მორალია. სიტყვა “მოვალეობა” სიყვარულისთვის შეურაცხმყოფელია; სიყვარული არაფერს გაიღებს. მოვალეობის არცოდნა სიყვარულის ერთადერთი უცოდინრობაა. სიყვარული სჩუქნი...
იხილეთ სრულად
მოვალეობის მორალი მსახურისა და მონის მორალია. სიყვარულის მორალი ადამიანის მორალია. სიტყვა “მოვალეობა” სიყვარულისთვის შეურაცხმყოფელია; სიყვარული არაფერს გაიღებს. მოვალეობის არცოდნა სიყვარულის ერთადერთი უცოდინრობაა. სიყვარული სჩუქნის, მოვალეობა კი ავალდებულებს. სიყვარული თავისი არსით მთელ სამყაროს სწვდება, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი უგუნური და განუსჯელია. მოვალეობა თავისი არსით მოვლენებითა და საგნებით შემოსაზღვრულია, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი გონი...
მკაცრად გაჩხრიკე ყოველი (სულისმიერიც) სიყვარული ვისმეს მიმართ. მართებული სიყვარული სისხლს არ უნდა აღელვებდეს, არამედ პირიქით, ამშვიდებდეს მასში მაღალ სულისმიერ გრძნობებს. და ის ვლინდება ყოველგვარი დათმენით, თვითშეწირვით და არა ალე...
იხილეთ სრულად
მკაცრად გაჩხრიკე ყოველი (სულისმიერიც) სიყვარული ვისმეს მიმართ. მართებული სიყვარული სისხლს არ უნდა აღელვებდეს, არამედ პირიქით, ამშვიდებდეს მასში მაღალ სულისმიერ გრძნობებს. და ის ვლინდება ყოველგვარი დათმენით, თვითშეწირვით და არა ალერსით, კოცნით, ეს მხოლოდ ამდაბლებს სულიერ სიყვარულს, აცლის მას ზეციურ შუქს და მალე ანგელოზს შეცვლის დემონი (ანუ სულიერი სიყვარული გადავა ხორცში).
მივიღოთ ადამიანებისგან ის, რასაც გვაძლევენ. დავუშვათ, შენ ვიღაცას უძღვნი მთელს შენს სიყვარულს. ის კი იღებს საწვეთურს, გაგაშლევინებს ხელისგულს და იწყებს დათვლას: ერთი, ორი... და ა.შ. ბოლოს კი სიყვარულის ორ წვეთს გიბრუნებს. რას იზამ...
იხილეთ სრულად
მივიღოთ ადამიანებისგან ის, რასაც გვაძლევენ. დავუშვათ, შენ ვიღაცას უძღვნი მთელს შენს სიყვარულს. ის კი იღებს საწვეთურს, გაგაშლევინებს ხელისგულს და იწყებს დათვლას: ერთი, ორი... და ა.შ. ბოლოს კი სიყვარულის ორ წვეთს გიბრუნებს. რას იზამ? ეს მცირედიც უნდა მიიღო!
კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილა.
წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე რომ მთების და...
იხილეთ სრულად
კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილა.
წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.
მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.
სიყვარული სულგრძელია და ტკბილი;
სიყვარულს არ შურს; სიყვარული არ...
თუ ადამიანი სახლს აშენებს და არ გადახურავს, ასეთი სახლი არ გამოდგება. ასეა ადამიანიც: ყველა სათნოება რომ მოიხვეჭოს, მაგრამ სიყვარული არ ჰქონდეს, მაშინ მისი სათნოებათა სახლი უსახურავოდ დარჩება და სრულიად გამოუსადეგარი იქნება.
დავიბადე იმისთვის, რომ მიყვარდეს ადამიანები. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არიან ისინი: თურქები, შავები თუ თეთრები. ყოველი ადამიანის პიროვნებაში ღვთის ხატს ვხედავ და მზად ვარ ამ ხატისთვის ყველაფერი გავწირო.
გული გვეტყვის გვიყვარს თუ არა ღმერთი. როგორც ადამიანთაგან ვინმე თუ გვიყვარს, მისადმი თბილი გრძნობა გვანიშნებს სიყვარულის არსებობაზე ჩვენში, ასევე ღვთისადმი სიყვარულის არსებობას გვაგრძნობინებს ჩვენი გულისა და აზრების უფლისაკენ სწრა...
იხილეთ სრულად
გული გვეტყვის გვიყვარს თუ არა ღმერთი. როგორც ადამიანთაგან ვინმე თუ გვიყვარს, მისადმი თბილი გრძნობა გვანიშნებს სიყვარულის არსებობაზე ჩვენში, ასევე ღვთისადმი სიყვარულის არსებობას გვაგრძნობინებს ჩვენი გულისა და აზრების უფლისაკენ სწრაფვა და მისადმი თბილი ყურადღება. ვისაც ვინ უყვარს, ცდილობს ყველაფრით ასიამოვნოს მას, გამოიცნოს მისი სურვილები და შეასრულოს ისინი. ვისაც ვინ უყვარს, იგი ყველაფერში ეყრდნობა მას და დარწმუნებულია, რომ ეს უკანასკნელი არ მიატო...
გსურს ძლიერ გიყვარდეს ადამიანი? ძლიერ შეიყვარე ჩვენი ქრისტე და მაშინ დაინახავ, როგორ გიყვარს ადამიანები, თუნდაც ვერ ხედავდე მათ. ის სიყვარული, რომლის საფუძველი ჩვენი ქრისტეს სიყვარულია, ჭეშმარიტია და ძლიერი. ძლიერ შეიყვარე ჩვენი ქ...
იხილეთ სრულად
გსურს ძლიერ გიყვარდეს ადამიანი? ძლიერ შეიყვარე ჩვენი ქრისტე და მაშინ დაინახავ, როგორ გიყვარს ადამიანები, თუნდაც ვერ ხედავდე მათ. ის სიყვარული, რომლის საფუძველი ჩვენი ქრისტეს სიყვარულია, ჭეშმარიტია და ძლიერი. ძლიერ შეიყვარე ჩვენი ქრისტე.