წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
194. ისევე როგორც ერთია გრძნობადი სიმდიდრე, მაგრამ მფარველობაში მრავლად დანაწილებული, ასევე ერთია სათნოება, მაგრამ მრავალი აქვს მას მოქმედებანი.
192. სხვაა მცნების აღსრულება და სხვა - სათნოება, თუმცა ისინი ურთიერთისგან იღებენ სიკეთეთა მიზეზებს.
193. მცნების აღსრულებად ითქმის ის, რომ ნაბრძანები სრულდება, ხოლო სათნოებად ის, რომ ჩვენი ნამოქმედარი ესათნოება ჭეშმარიტებას.
191. მშვიდობა ესაა ვნებათაგან გათავისუფლება, რაც სულიწმინდის მოქმედების გარეშე ვერ მოიპოვება.
190. ნუ იტყვი: "აღვასრულე მცნებანი, მაგრამ ვერ ვპოვე უფალი", რადგან "მრავალგზის გიპოვია შენ, - თანახმად წერილისა, - ცოდნა სამართლიანობასთან ერთად, ხოლო ვინც მართლად ეძიებს მას, მშვიდობას ჰპოვებს".
189. უფალი თავის მცნებებშია დაფარული და მის მაძიებლებს თანაშეზომილად აღმოუჩნდება.
188. ვისაც ლოცვისა და განსაცდელთა დათმენის გარეშე სურს გამარჯვება, არათუ უკუაგდებს იგი ამ განსაცდელთ, არამედ კიდევ მეტად ეხვევა მათში.
187. ღვთის ნების მცოდნე და, ძალისამებრ, მისი მოქმედი მცირედი სიძნელეებით უდიდესთ განერიდება.
185. სინდისი ესაა ბუნებითი წიგნი. ვინც საქმიანად კითხულობს მას, საღვთო შეწევნის გამოცდილებას იღებს.
184. ვინც სინდისს თვალს ვერ უსწორებს (ე.ი. ვინც სინდისის ჭვრეტაში მტკიცე ვერ არის), ვერც სხეულებრივ სიძნელეებს დაითმენს კეთილმსახურების გამო.
183. ღმერთი საქმეებს განზრახულებათა შესაბამისად სჯის, რადგან "მოგცესა შენ, - ამბობს, - უფალმა შენი გულისებრ" (ფს.19.5).