სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

არ არსებობს ქვეყნად ისეთი სულელი ვაჭარი, რომელიც მთელ თავის საქონელს ზღვაში გადაყრიდა იმ იმედით, რომ ის უკან დაუბრუნდებოდა. მაგრამ სამაგიეროდ არსებობენ ისეთი ქრისტიანები, რომლებიც ხშირად მზად არიან, დაკარგონ სულის სიწმიდე და ღვთის მადლი - ყოველ ძღვენზე უდიდესი, რომელიც უფლისგან მოენიჭათ, და იმედი აქვთ, რომ როგორც კი აღსარებას იტყვიან, ხელახლა მიიღებენ ზეციურ ძღვენს, რომ მათ ისევ დაუბრუნდებათ ძველებური სიწმიდე არ არსებობს ქვეყნად ისეთი სულელი ვაჭარი

952. როგორ უნდა გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები: „ჰყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისა“ (მათ. 3.8)?
სინანული მხოლოდ უწინდელი ბოროტი საქმეების დატევებას კი არ ნიშნავს, არამედ უფრო მეტი კეთილი საქმის გაკეთებას, რამეთუ ითქვა: „ჰყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისა“. როგორ შევძლებთ ამას? ცოდვის საპირისპირო საქმეების კეთებით. თუ სხვისი მიგიტაცებია ოდესმე რამე, თავისი მიეცი და შენიც ზედ დაუმატე. დიდხანს მრუშობდი? საკუთარ ცოლთანაც შეიკავე თავი დადგენილ დღეებში. თუ ვინმეს სცემე ან შეურაცხყავი, დღეიდან დალოცე და კეთილი უყავ ყველას, ვინც გცემს ან შეურაცხგყოფს, რამეთუ ჩვენი განკურნებისათვის ჭრილობიდან ისრის ამოღება არ კმარა, სალბუნიც უნდა დავადოთ ზედ. თუ უწინ კარგი ჭამა და ღვინის სმა გიყვარდა, ახლა მარხვა შეინახე და წყალი სვი. თუ სხვისი ცოლისთვის ბილწი თვალით შეგიხედავს, ახლა ეცადე, რომ საერთოდ არ შეხედო ქალს სახეში, რამეთუ ითქვა: „მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი“ (ფსალმ. 33.15).
სინანული მხოლოდ უწინდელი ბოროტი საქმეების

933. როცა ადამიანმა ფიცი დადო, რომ ვინმეს ბოროტს გაუკეთებდა, უნდა შეასრულოს იგი, თუ უმჯობესია გატეხოს?
ვინც სხვისთვის ბოროტების გაკეთების ფიცს დადებს, სინანული უნდა აჩვენოს. ჰეროდეს არაფერი არგო ფიცის დაცვამ: იგი წინასწარმეტყველის მკვლელი გახდა. ამის გამო მფიცავმა უნდა დაარღვიოს ფიცი და არ უნდა სურდეს თავისი დაუფიქრებლობის განმტკიცება.
ვინც სხვისთვის ბოროტების გაკეთების ფიცს

892. რა ხვედრი ელით მათ, რომლებიც სიამაყის გამო არ ისურვებენ შენანებას?
ისინი, რომლებიც სიამაყის გამო შენანებას არ მოისურვებენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან
ისინი, რომლებიც სიამაყის გამო შენანებას არ

887. როგორ მოვიპოვოთ სულის შემუსვრილება?
სულთქმით მოიხსენე ყოველი, რაოდენიცა რა სცოდე და ამით მიიღებ სულის შემუსვრილებას.
სულთქმით მოიხსენე ყოველი, რაოდენიცა რა სცოდე

872. რა შეიძლება მსხვერპლად შესწიროს ღმერთს ცოდვებით დაცემულმა ადამიანმა?
დავითმა, მრუშობისა და მკვლელობის ცოდვით რომ დაეცა, სხვა ვერანაირი მსხვერპლი იპოვა ღვთისათვის სათნო, გარდა ერთისა – „სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული“.
დავითმა, მრუშობისა და მკვლელობის ცოდვით რომ

793. რა უნდა იღონოს ისეთმა ერმა ან სახელმწიფომ, რომელსაც თავს ტანჯვა დაატყდება?
თუკი იტანჯება რომელიმე ერი ან სახელმწიფო, ყველამ უნდა შეინანოს და მაშინ ყოველივე გამოსწორდება ღვთის მიერ
თუკი იტანჯება რომელიმე ერი ან სახელმწიფო

709. მიიღებდა თუ არა შენდობას იუდა, თავისი ცოდვის შენანება რომ გადაეწყვიტა?
მრავალი წმინდანის სიტყვისამებრ, იუდა მიიღებდა შენდობას, შენანება რომ გადაეწყვიტა, მსგავსად პეტრე მოციქულისა, რომელმაც სამჯერ უარყო ქრისტე, მაგრამ სინანულის შედეგად არა მარტო ცოდვათა შენდობა მიიღო, არამედ მოციქულებრივი ღირსებაც დაიბრუნა... სახარება იმავეთი მთავრდება, რითაც იწყება: „შეინანეთ“.
მრავალი წმინდანის სიტყვისამებრ, იუდა მიიღებდა

695. რა არის სინანულის მიზანი?
სინანულის მიზანია – განვეშოროთ ცოდვას და მეტად აღარ გავიმეოროთ იგი.
სინანულის მიზანია – განვეშოროთ ცოდვას და

661. რომელია უფრო აღმატებული – ადამიანი, რომელმაც სცოდა და ინანიებს, თუ ის, რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია და არც სინანული გააჩნია?
ადამიანი, ცოდვის ჩამდენი და მონანული, უმეტესად აღმატებულად მიმაჩნია მასზე, ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია და არც სინანული გააჩნია. პირველს, თვლის რა თავს ცოდვილად, აქვს კეთილი გულისთქმა, ხოლო მეორე – ცრუდ და სულის წარმწყმედელად ფიქრობს, საკუთარ თავს მართალ ადამიანად რომ მიიჩნევს.
ადამიანი, ცოდვის ჩამდენი და მონანული

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2