ჩვენი მერვე შერკინება ამპარტავნების წინააღმდეგაა, რომელიც უსასტიკესია და ყველა წინარე ვნებაზე უველურესი. იგი განსაკუთრებით ებრძვის იმათ, რომლებიც სრულქმნილნი არიან და თითქოს სათნოებათა მწვერვალზე ასულნი, ცდილობს რა მათ დამხობას. მ...
იხილეთ სრულად
ჩვენი მერვე შერკინება ამპარტავნების წინააღმდეგაა, რომელიც უსასტიკესია და ყველა წინარე ვნებაზე უველურესი. იგი განსაკუთრებით ებრძვის იმათ, რომლებიც სრულქმნილნი არიან და თითქოს სათნოებათა მწვერვალზე ასულნი, ცდილობს რა მათ დამხობას. მსგავსად წყლულოვანი და ხრწნილების გამომწვევი სნეულებისა, რომელიც არათუ ერთ ნაწილს, არამედ მთელ სხეულს სპობს, ამპარტავნებაც არათუ ნაწილის, არამედ მთელი სულის გამხრწნელია. ყველა სხვა ვნება თუმცა სულს აშფოთებს, მაგრამ მხოლოდ...
155. უხრწნელების გვირგვინი, სათნოება და ცხონება ადამიანისა, ესაა კეთილწადიერად და მადლიერებით დათმენა უბედურებისა, ხოლო ალაგმვა რისხვისა, ენისა, მუცლისა და სიამეთმოყვარეობისა უდიდესი შემწეობაა სულისთვის.
151. კეთილმსახურმა სულმა იცის ყოველთა ღმერთი, რადგან სხვა არაფერია კეთილმსახურება, თუ არა აღსრულება ღვთის ნებისა, რაც ნიშნავს, რომ ცოდნა ღვთისა ეს იგივეა, ვიყოთ უშურველნი, კეთილგონიერნი, მდაბალნი, ძალისამებრ გამცემნი, გახსნილნი, კ...
იხილეთ სრულად
151. კეთილმსახურმა სულმა იცის ყოველთა ღმერთი, რადგან სხვა არაფერია კეთილმსახურება, თუ არა აღსრულება ღვთის ნებისა, რაც ნიშნავს, რომ ცოდნა ღვთისა ეს იგივეა, ვიყოთ უშურველნი, კეთილგონიერნი, მდაბალნი, ძალისამებრ გამცემნი, გახსნილნი, კამათის არმოყვარენი და სხვა ამგვარი, რაც ესათნოება ღვთის ნებელობას.
129. არავინ, ვინც კეთილია, სამარცხვინო არაა, მაგრამ ვინც კარგი არ არის, უთუოდ უკეთურია და სხეულისმოყვარე, ხოლო ადამიანის პირველი სათნოება ესაა ხორცის მოძაგება, რადგან წუთიერთაგან, ხრწნადთაგან და ნივთიერთაგან ნებაყოფლობითი და არა უ...
იხილეთ სრულად
129. არავინ, ვინც კეთილია, სამარცხვინო არაა, მაგრამ ვინც კარგი არ არის, უთუოდ უკეთურია და სხეულისმოყვარე, ხოლო ადამიანის პირველი სათნოება ესაა ხორცის მოძაგება, რადგან წუთიერთაგან, ხრწნადთაგან და ნივთიერთაგან ნებაყოფლობითი და არა უპოვარებითი (ეს ნიშნავს, რომ ამქვეყნიური წარმავალი სიკეთეებისგან იმ შემთხვევაშიც განშორებულები ვჩანვართ, როდესაც უბრალოდ გვაკლია და არ მოგვეპოვება ისინი, თუმცა კი შეიძლება ძალიან დიდი სურვილი გვქონდეს მათი ფლობისა. ცხადია...
90. კეთილმსახურებით მცხოვრები ადამიანი არ ანებებს უკეთურებას, რომ მის სულში შემოაღწიოს, ხოლო როდესაც მასში ბოროტება არ არის, სულით უსაფრთხოდ და უვნებლად ჰგიეს იგი; ვერც მრუდე ეშმა, ვერც ბედისწერა (აღნიშნული ტერმინი ნიშნავს "წინასწ...
იხილეთ სრულად
90. კეთილმსახურებით მცხოვრები ადამიანი არ ანებებს უკეთურებას, რომ მის სულში შემოაღწიოს, ხოლო როდესაც მასში ბოროტება არ არის, სულით უსაფრთხოდ და უვნებლად ჰგიეს იგი; ვერც მრუდე ეშმა, ვერც ბედისწერა (აღნიშნული ტერმინი ნიშნავს "წინასწარგანსაზღვრულობას, ბედისწერას")ვერ იპყრობს ამგვართ, რადგან ღმერთი უკეთურთაგან განარიდებს მათ და ცხოვრობენ ისინი უვნებელნი, დაცულნი, ღვთისმსგავსნი. თუნდაც რომ ვინმემ შეაქოს ამგვარი კაცი, დასცინებს იგი თავის თავში თავის მე...
86. ღვთის შესახებ მოფიქრალი კეთილმსახური იყავ: უშურველი, სახიერი, კეთილგონიერი, მდაბალი, ძალისამებრ გამცემი, გულღია, კამათის არმოყვარე და სხვა ამგვარი, რადგან სწორედ ესაა წარუპარველი განძი სულისა - ღმერთს ვესათნოოთ ამათ მიერ; ამას...
იხილეთ სრულად
86. ღვთის შესახებ მოფიქრალი კეთილმსახური იყავ: უშურველი, სახიერი, კეთილგონიერი, მდაბალი, ძალისამებრ გამცემი, გულღია, კამათის არმოყვარე და სხვა ამგვარი, რადგან სწორედ ესაა წარუპარველი განძი სულისა - ღმერთს ვესათნოოთ ამათ მიერ; ამასთან, ნურავის განვსჯით და ნუ ვიტყვით ვინმეს შესახებ, რომ ეს ვიღაც ბოროტია და რომ სცოდა მან; უმჯობესია, მოვიძიოთ ჩვენი სიავე და ჩვენვე ვსაჯოთ ჩვენი საქმე, არის კი იგი სათნო ღვთისა, რადგან ჩვენთვის რა, თუკი ვინმე უკეთურია
არ შეჰფერის მოაზროვნე და ღვაწლში მყოფ სულს, ერთბაშად დაუფრთხეს და შეუშინდეს შემთხვეულ ვნებებს, რათა არ გახდეს იგი დასაცინი როგორც მშიშარა, რადგან ცხოვრებისეულ ზმანებათაგან შეშფოთებული სული განუდგება ჯეროვანს, მაშინ როცა სწორედ ჩვე...
იხილეთ სრულად
არ შეჰფერის მოაზროვნე და ღვაწლში მყოფ სულს, ერთბაშად დაუფრთხეს და შეუშინდეს შემთხვეულ ვნებებს, რათა არ გახდეს იგი დასაცინი როგორც მშიშარა, რადგან ცხოვრებისეულ ზმანებათაგან შეშფოთებული სული განუდგება ჯეროვანს, მაშინ როცა სწორედ ჩვენი სულიერი სათნოებანია საუკუნო სიკეთეებისკენ რომ მიგვიძღვიან, თვითარჩევითი ბოროტებანი კი სასჯელთა მიზეზად უხდებიან ადამიანებს
74. არათუ ადამიანთა ქების გამო უნდა ვესწრაფოთ ღირსეულ და ღვთისმოყვარე მოღვაწეობას, არამედ გამოვირჩევდეთ სათნო ცხოვრებას ჩვენი სულის ცხონებისათვის, რადგან სიკვდილი ყოველდღიურად მოჩანს ჩვენს თვალწინ და ყოველივე კაცობრივი არამდგრადია
73. ოლიმპიადებზე მოასპარეზეებს გვირგვინი დაედგმით არათუ ერთისა და ორის დაძლევის გამო, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც სძლევენ ისინი მათთან მორკინალს ყველას. სწორედ ასევე, ვისაც კი ღვთისგან გვირგვინი ნებავს, მართებს იმგვარად ავარჯიშოს...
იხილეთ სრულად
73. ოლიმპიადებზე მოასპარეზეებს გვირგვინი დაედგმით არათუ ერთისა და ორის დაძლევის გამო, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც სძლევენ ისინი მათთან მორკინალს ყველას. სწორედ ასევე, ვისაც კი ღვთისგან გვირგვინი ნებავს, მართებს იმგვარად ავარჯიშოს თავისი სული, საღად რომ საჯოს არა მხოლოდ სხეულებრივ საქმეთა გამო, არამედ იმათ გამოც, რაც ეხება მომხვეჭელობას, მტაცებლობას, მოშურნეობას, გემოთსიამეს, ფუჭ დიდებას, მაგინებლობას, აგრეთვე სიკვდილს და სხვა ამგვარს
70. მარტოოდენ სულის სიმდიდრეა უსაფრთხო და განუძარცველი, ხოლო ეს არის: სათნოებითი და ღვთისსაწადი მოღვაწეობა, კეთილ საქმეთა ცოდნა და ქმნა, რადგან სიმდიდრე ამ სოფლისა - ბრმა მეგზურია და უგუნური თანამბჭობი; ვინც კი მოიხმარს ამ სიმდიდრ...
იხილეთ სრულად
70. მარტოოდენ სულის სიმდიდრეა უსაფრთხო და განუძარცველი, ხოლო ეს არის: სათნოებითი და ღვთისსაწადი მოღვაწეობა, კეთილ საქმეთა ცოდნა და ქმნა, რადგან სიმდიდრე ამ სოფლისა - ბრმა მეგზურია და უგუნური თანამბჭობი; ვინც კი მოიხმარს ამ სიმდიდრეს ბოროტად და განსაცხრომელად, წარიწყმედს კიდეც თავის უგრძნობ სულს