დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში. ყო...
იხილეთ სრულად
დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში. ყოველ ჩვენგანს დიდი დაკვირვება ჰმართებს, რათა გამოიცნოს, სადაა ჭეშმარიტება და სად – სიცრუე. ამის გარჩევა უძველეს დროშიც უჭირდათ. ამიტომაც იყო, რომ წინასწარმეტყველმა სოლომონმა სამეფო ტახტზე ასვლის წინ უფლისგან სწორედ სიბრძნ...
link
ერთხელ ერთმა ბერმა რაღაც ცოდვა ჩაიდინა, რის გამოც სულიერმა ძმებმა განკითხვა დაუწყეს. მას არ უცდია თავის გამართლება, ლოცულობდა, ტიროდა და ჩადენილს მწარედ ნანობდა. მონასტრის წევრებმა გადაწყვიტეს, სასჯელი დაედოთ მისთვის და ამ მიზნით ...
იხილეთ სრულად
ერთხელ ერთმა ბერმა რაღაც ცოდვა ჩაიდინა, რის გამოც სულიერმა ძმებმა განკითხვა დაუწყეს. მას არ უცდია თავის გამართლება, ლოცულობდა, ტიროდა და ჩადენილს მწარედ ნანობდა. მონასტრის წევრებმა გადაწყვიტეს, სასჯელი დაედოთ მისთვის და ამ მიზნით მოიწვიეს მეუდაბნოე ცნობილი სულიერი მოძღვარი. იგი თავდაპირველად კრებაზე არ მოვიდა, მერე კი გამოცხადდა ზურგზე ძველი დიდი ტომრით, საიდანაც სილა იყრებოდა. ბერებმა ჰკითხეს, თუ რას ნიშნავდა ეს. მოძღვარმა კი უპასუხა: "სილა – ეს...
link
გსურს იყო მართალი, კარგად უნდა დარწმუნდე, რომ შინაგანად დაცემული ხარ
თუ ჩვენ ჩვენს თავს ვერ მოვერევით, ვერ ვძლევთ ჩვენს სიამაყეს, ჩვენს მრისხანებას, შურს, დიდებისმოყვარებას, ხორციელ ვნებებს, მომხვეჭველობას, სიძულვილს, განკითხვას და სხვა მანკიერ თვისებებს, აუცილებლად ცოდვის ჭაობში დავინთქმებით. თუმც...
იხილეთ სრულად
თუ ჩვენ ჩვენს თავს ვერ მოვერევით, ვერ ვძლევთ ჩვენს სიამაყეს, ჩვენს მრისხანებას, შურს, დიდებისმოყვარებას, ხორციელ ვნებებს, მომხვეჭველობას, სიძულვილს, განკითხვას და სხვა მანკიერ თვისებებს, აუცილებლად ცოდვის ჭაობში დავინთქმებით. თუმცა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა, უნდა გვახსოვდეს, რომ დაცემას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ. ახალი ცხოვრების დაწყება არასოდეს არ არის გვიან, ყველა სხვა ქვენა გრძნობასა და ინსტინქტს გადარჩენის წყურ...
link
ცხოვრება ფართო არჩევანს გვთავაზობს და ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს ცოდვებში ჩაგვითრიოს, რათა ღვთიურ მადლს განგვაშოროს და ამქვეყნიურ საცდურთა საშუალებით მარადიული სასუფეველი დაგვაკარგვინოს; ან უნდა დავამარცხოთ ჩვენი თავი და ჩვენზე გა...
იხილეთ სრულად
ცხოვრება ფართო არჩევანს გვთავაზობს და ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს ცოდვებში ჩაგვითრიოს, რათა ღვთიურ მადლს განგვაშოროს და ამქვეყნიურ საცდურთა საშუალებით მარადიული სასუფეველი დაგვაკარგვინოს; ან უნდა დავამარცხოთ ჩვენი თავი და ჩვენზე გაბატონებული მიწიერი ვნებანი, ანდა უნდა ბიწიერებისა და ბოროტების მთესველად ვიქცეთ.
link
ცოდვათა დაძლევის პროცესი ადვილი არ არის და დიდ შრომასა და ნებისყოფას ითხოვს, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის შინაგანი ნეტარებისა და მადლის მომნიჭებელი ღვაწლი, მსვლელობა ცად აღმყვანებელ კიბეზე, რომლის თითოეული საფეხურის დაძლევა გარკვეუ...
იხილეთ სრულად
ცოდვათა დაძლევის პროცესი ადვილი არ არის და დიდ შრომასა და ნებისყოფას ითხოვს, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის შინაგანი ნეტარებისა და მადლის მომნიჭებელი ღვაწლი, მსვლელობა ცად აღმყვანებელ კიბეზე, რომლის თითოეული საფეხურის დაძლევა გარკვეული გამოცდის ჩაბარების ფასად ხდება. ამიტომაც, არ უნდა შევუშინდეთ განსაცდელს. იგი საშუალებაა სულიერი წრთობისა და ცოდვათაგან განთავისუფლებისა. იგია ნიშანი სულიერ კიბეზე ზესვლის დაწყებისა, ხოლო ვინც არ შედგომია ამგვარ ამაღლე...
link
უფალი ბრძანებს: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას, და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ... ყოველი შემცოდე კი ცოდვის მონაა" (ინ. 8,32). სამწუხაროდ, ჩვენს დროში ადამიანი სწორედ ცოდვის მსხვერპლი და მისი მსახური ხდება, რასაც იგი უგუნურებით...
იხილეთ სრულად
უფალი ბრძანებს: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას, და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ... ყოველი შემცოდე კი ცოდვის მონაა" (ინ. 8,32).სამწუხაროდ, ჩვენს დროში ადამიანი სწორედ ცოდვის მსხვერპლი და მისი მსახური ხდება, რასაც იგი უგუნურებით თავისუფლებად აღიქვამს. წმ. მამები ასეთ მდგომარეობას "უმეცარ თავისუფლებას" უწოდებენ. "უმეცარი თავისუფლება, - წერს წმ. ეფრემ ასური, - არის სათავე მიწიერ ვნებათა გამრავლებისა, ხოლო მისი შედეგი უსასტიკესი მონობაა".მართლმადიდებელ ...
link
წმ. მამა ამასთან გვაფრთხილებს, რომ ცოდვით დაცემა და განდგომა თავშეუკავებლობისაგან მომდინარეობს, რომ ერთი ცოდვა სხვა მრავალსა შობს, რომ ერთი შეხედვით მარტივი ცოდვისაგან, მაგალითად ნაყროვანებისაგან, სხვადასხვა ბიწიერი გრძნობა ღვივდე...
იხილეთ სრულად
წმ. მამა ამასთან გვაფრთხილებს, რომ ცოდვით დაცემა და განდგომა თავშეუკავებლობისაგან მომდინარეობს, რომ ერთი ცოდვა სხვა მრავალსა შობს, რომ ერთი შეხედვით მარტივი ცოდვისაგან, მაგალითად ნაყროვანებისაგან, სხვადასხვა ბიწიერი გრძნობა ღვივდება: იბინდება შინაგანი სამყარო, სულიწმიდისეული მადლი თანდათან ტოვებს ადამიანს და იგი ღრმა მჭვრეტელობისთვის (სულიერი ცხოვრებისათვის) გამოუსადეგარი ხდება.
link
სულიერი თვალსაზრისით ადამიანის ცხოვრება ჯაჭვური რეაქციის მსგავსია. თუ პიროვნება დაღმართზე მიექანება, მისი ყოფა სულ უფრო მძიმდება, ერთი ცოდვა მეორეს შობს, მეორე – მესამეს და ა.შ. ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო, რომ კაცმა შეძლოს შეჩე...
იხილეთ სრულად
სულიერი თვალსაზრისით ადამიანის ცხოვრება ჯაჭვური რეაქციის მსგავსია. თუ პიროვნება დაღმართზე მიექანება, მისი ყოფა სულ უფრო მძიმდება, ერთი ცოდვა მეორეს შობს, მეორე – მესამეს და ა.შ. ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო, რომ კაცმა შეძლოს შეჩერება; ხოლო გაცილებით მეტი ძალისხმევა ჰმართებს მას, რათა დაიწყოს სულიერი კიბის საფეხურებზე ასვლა.
link