სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
სინანული მომახსენებელია ცოდვებისა და მისდამი ტყვექმნილი და მონად მისყიდული სულის გამომხსნელია მაცხოვრებითი.
სინანული არის უსაღმრთოესი საშუალება, გინა მადლი საღვთო განსაწმედელად ცოდვილთა, რამეთუ ვითარცა გულისაგან გამოსრული ცოდვა შეაგინებს კასაცა, ეგრეთვე მისივე გულისაგან გამოსრული სინანული გასწმედს კასცა. დასაბამი სინანულისა არს ხს... იხილეთ სრულად
სინანული არის საშუალება პირველი დაკარგული დიდების ამოსაგებად, ბუნებასა შინა ჩვენსა დებული და ესე არს მადლი, სასწაულებრივად შემცვლელი, წყლულისა-კურნებად, შებღალულისა განწმენდად, დაშავებულისა განსპეტაკებად და ყოვლითურთ ცოდვის შეგინე... იხილეთ სრულად
როგორადაც ყოველი სხვა ნიჭი და მადლი კაცთა ზედა ღმრთისაგან გადმოდის, მსგავსადვე და უმეტესად, ყოველთა უდიდესი ეს ნიჭი და მადლი სინანულისა იმავე წყაროსაგან მომდინარეობს და მიეცემა კაცს.
თუ ღმერთი არ შეეწია კაცს და სინანულს კარი არ გაუღო, იგი ღმერთს ჯეროვან სინანულს ვერ მიართმევს. ჭეშმარიტი წმიდა სინანული დიდ ძალას მოითხოვს, ერთობ მძიმე და ძნელი სულიერი მოქმედებაა. მისი მოპოვება თითქმის მთელი სჯულის შესრულებას ნიშ... იხილეთ სრულად
ჰოი, საწყალობელო, ჟამსა სიბერისასა გნებავს სინანული და არა გიხილავს, ყრმანიცა ჩჩვილნი მოკვდებიან. შენ ვინა უწყი დაბერება შენი?! და უკეთუ ეგე ეგრეთ იყოს და დაბერდეცა, სადა არს ჟამსა სიბერისასა სინანული/. სიყრმე შენი და სიჭაბუკე შენ... იხილეთ სრულად
წარღვნიდან ხსნისათვის მხოლოდ ერთი კარი იყო ღია, - იყო კიდობნის კარი. ერთი კარიღა არსებობს ცოდვის წარღვნისაგან სახსნელი, ეს არის კარგი სინანული.
ცოდვილნო, არს სინანული, ნურვინ წარიკვეთთ სასოებასა! უეჭველად არს სინანული, უკეთუ გენებოსთ, ცოდვილნო!
ჩვენ არაერთხელ გვიცდია პასუხი გაგვეცა შეკითხვაზე - რა არის სინანული? ისიც გვითქვამს, რომ სინანული შემოქმედებაა, და რომ მონანული ადამიანი მოქანდაკეა საკუთარი სულისა, რადგან თავისი სინანულით იგი ზედმეტ ნაწილებს აცილებს საკუთარ სულს ... იხილეთ სრულად