წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
182. არის ბოროტება, გულისმიერად რომ გვიპყრობს ხანგრძლივი ცრურწმენის შედეგად, და არის ბოროტება, აზრისმიერად რომ გვებრძვის ყოველდღიური საქმეების გზით.
181. თუმცა გონების გამყარებული წარმოსახვები უფრო მეტად უკეთურია და უფრო მეტად მბრძანებულური, მაგრამ აზრისმიერნი (წარმოსახვები) არიან მათი მიზეზები და წინამძღვრები.
180. თუკი მეტად აღარ აღვასრულებთ "ხორცის ნება-სურვილებს", როგორც წერილი ამბობს (ეფეს. 2.3), უფლის მიერ ადვილად დაგვიცხრება ადრინდელი შთანაზრახები (იგულისხმება წინარე ცოდვების შედეგად ჩვენში ჩალექილი უკეთური გულისზრახვები).
178. როდესაც ნახავ, რომ შიგნით რაც გაქვს, მძლავრად აღიძვრის და ვნებისაკენ უხმობს მყუდრო გონებას, იცოდე, რომ ოდესღაც შენმა გონებამ ამათაც (ეი. შინაგან გულისზრახვებს, ვნებად მისწრაფებებს)უმეგზურა, საქმედ აქცია ისინი და გულში ჩადო.
177. ბოროტებათა აღმოფხვრამდე ნუ მოუსმენ შენს გულს, რადგან როგორი შენატანებიც აქვს მას, იმგვარსავე შენამატებს ეძიებს.
176. ისევე როგორც არსებობს ტყე-ღრეში შემხვედრი გველები და არსებობს კიდევ სხვები, სახლებში რომ იბუდებენ, ამგვარადვე არსებობს ვნებები, აზრისმიერად დასახულნი, და არსებობს სხვებიც, საქმით ნამოქმედებნი, თუმცა კი ისინი ერთი ხატიდან მეორ... იხილეთ სრულად
175. მავანნი გონიერებს იმათ უწოდებენ, რომლებიც აწონილ-დაწონილად უდგებიან გრძნობად საქმებს, მაგრამ გონიერნი ისინი არიან, რომლებიც იმარჯვებენ საკუთარ სურვილებზე.
174. შეჭირვების ჟამს დაუკვირდი სიამეთნდომის შემოტევას, რადგან გიამებს რა გასაჭირს, ადვილშესაწყნარებელი ხდება (ე.ი. ამ გზით სიამეთნდომა ადვილად შემოდის ჩვენში).
173. ნუ ფიქრობთ, რომ ყოველგვარი შეჭირვება ცოდვის გამო მოიწევა ადამიანებზე, რადგან ღვთისსათნონიც ჩავარდნილან განსაცდელში. მართლაც, დაწერილია როგორც ის, რომ "უღმერთონი და ურჯულონი განიდევნებიან" (ფს. 36.28), ასევე ისიც, რომ "ქრისტეშ... იხილეთ სრულად