წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
172. ნუ გსურს იმ ადამიანთა უბედურების მოსმენა, რომლებიც შენი მტრები არიან, რადგან ამგვარი ამბების მსმენელნი საკუთარი განაზრახის ნაყოფს იმკიან (იგულისხმება, რომ ისინი თავიანთი მტრებისთვის სწორედ ამგვარ უბედურებას განიზრახავდნენ, ამ... იხილეთ სრულად
171. ბოროტების მზაკვრობა ესაა მრავალწნული ბადე და მასში ნაწილობრივ გახვეული, თუ არ იზრუნებს, ყოველი მხრიდან მოიხრჩობა.
169. ბოროტების სათავეში შესულმა არ თქვა, რომ ვერანაირად ვერ დაგძლევს იგი, რადგან რა ზომამდეც შედიხარ, იმ ზომამდე ძლეულიც ხარ უკვე.
168. არსებობს ადამიანი, რომელიც გარეგნულად მცნებებს ასრულებს, მაგრამ ვნებებსაა დამონებული და უკეთურ გულისზრახვათა შედეგად კეთილ საქმეს აუფასურებს.
167. გულისზრახვებს მიდევნებული ბრმავდება მათგან და თუმცა ცოდვის მოქმედებებს ხედავს, მათი მიზეზების განჭვრეტა არ ძალუძს.
166. რაჟამს გონება განუდგება სხეულებრივ საწუხართ, ამის შესაბამისად ხედავს იგი მტერთა მზაკვრულ ქმედებებს.
165. ვინც ამბობს, რომ ეშმაკის ყველა მზაკვრობა იცის, არ იცის რა, თავისთავს სრულქმნილად წარმოაჩენს.
164. განაშორე შენი აზრი ყოველგვარ ანგარებას და მაშინ შეძლებ დაინახო ეშმაკის მზაკვრობანი.
163. ილოცე, რომ არ მოიწიოს შენზე განსაცდელი (მთ. 6.13), მაგრამ მოწევნილი შეიწყნარე როგორც შენეული და არა უცხო.