სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

74. მოყუსისა მიმართ სიყუარულისათვის ნურარაი გცონის, გარნა ეგოდენ, რაოდენ მისსა მიმართი სიყუარული ღმრთისა მიმართსა სიყუარულსა შენსა არა ავნებდეს მოყუსისა მიმართ სიყუარულისათვის ნურარაი

868. არის თუ არა ურთიერთკავშირში უფლის ორი მცნება ღვთისა და მოყვასის სიყვარულის შესახებ?
პირველი მცნების აღსრულების შედეგად წარვემატებით მეორე მცნებაში, ხოლო მეორე მცნების აღსრულებით ისევ პირველს ვუბრუნდებით. და ის, ვისაც უყვარს უფალი, მას, რა თქმა უნდა, მოყვასიც უყვარს.
პირველი მცნების აღსრულების შედეგად

854. რას გვეტყვით ისეთი ქრისტიანის შესახებ, რომელიც არ აღასრულებს საღმრთო მცნებებს?
უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება: „რომელსა აქუნდეს მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“ (იოან. 14.21), – ასე, რომ, ის ქრისტიანი, რომელიც არ აღასრულებს საღმრთო მცნებებს, ცრუობს, როცა ამბობს ქრისტე მიყვარსო!
უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება: რომელსა

441. როგორ ხდება საცნაური ღმერთისადმი ფარისევლური სიყვარული?
კეთილდღეობისას ფარისეველები და ბოროტი ადამიანებიც ხარობენ, უყვართ ღმერთი, მადლობენ ღმერთს, მაგრამ როცა კეთილდღეობა წაერთმევათ, მაშინ დრტვინავენ, შფოთავენ, მწუხარებენ, ხშირად გმობენ კიდეც და ამით აჩვენებენ, რომ მათ ღმერთი ბაგეებით უყვართ და არა გულით.
კეთილდღეობისას ფარისეველები და ბოროტი

407. რა არის სათნოებათა სისრულე?
როცა ადამიანი მიაღწევს ღვთისადმი სრულ სიყვარულს, მაშინ მიაღწია მან ყველა სათნოებათა სისრულეს.
როცა ადამიანი მიაღწევს ღვთისადმი სრულ

401. როგორ შეიძლება შევიძინოთ ღვთის სიყვარული?
შეუძლებელია შიშის გარეშე მიწვდომა სიყვარულისა... ეს მყრალი ზღვა, რომელიც ჩვენსა და სამოთხეს შორის არის დადებული, შეგვიძლია გადავიაროთ მხოლოდ სინანულის ხომალდით, რომელშიც ისხდებიან ღვთის შიშის მეხომალდეები. შიში შეგვიყვანს ჩვენ იმ სინანულის ხომალდში, გადაგვატარებს ამა ქვეყნის მყრალ ზღვას და შეგვიყვანს საღმრთო ნავსადგურში – რომელიც არის სიყვარული.
შეუძლებელია შიშის გარეშე მიწვდომა

359. რა კავშირშია შიში სიყვარულთან?
რამდენადაც სიყვარული მცირდება, იმდენად იზრდება შიში, რადგან, ვისაც შიში არა აქვს, იგი ან სიყვარულითაა სავსე, ან სულით მკვდარია.
რამდენადაც სიყვარული მცირდება, იმდენად

უმეტესად ღმრთის სიყვარული მოყვასის სიყვარულით მჟღავნდება. როგორც იოანე ღმრთისმეტყველი გვასწავლის, თუ ადამიანმა მოყვასი ვერ შეიყვარა, რომელიც ყოველთვის მის წინაშეა, მითუმეტეს, ვერ შეიყვარებს ღმერთს, რომელიც არასოდეს უხილევას. უმეტესად ღმრთის სიყვარული მოყვასის სიყვარულით

სიყვარული ღმრთისა ყოველივე იმის სიყვარულია, რაც ადამიანშია, ან მის გარეთ კეთილი, წმინდა და ჭეშმარიტია - ღმერთი უმაღლესი სიკეთე, უმაღლესი სიწმინდე და უმაღლესი ჭეშმარიტებაა. მაშასადამე, ვისაც გულში სურვილი და მისწრაფება აქვს ამ სამი თვისებისაკენ, მას აქვს სიყვარული ღმრთისა. სიყვარული ღმრთისა ყოველივე იმის სიყვარულია

სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა არის უდიდესი მცნება, საძირკველი და წყარო ყოველთა სხვა მცნებათა. ჩვენი სულიერი ღირსება ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით განიზომება. ყოველი ნიჭი და სათნოება რომ გქონდეს, მაგრამ ღმერთისა და მოყვასის სიყვარული არ გაგაჩნდეს, ქრისტიანი ვერ იქნები. სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა არის უდიდესი

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2