წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ნუ იტყვი, რომ ფულს ღატაკთათვის აგროვებ, რადგან ქვრივი დედაკაცის ორმა ლეპტამ შეიძინა სასუფეველი ცათა
ვინც ამ ვნებას ამარცხებს, ის საზრუნავს მოიკვეთს, მისგან შებორკილი კი, წმინდა გულით ვერასოდეს ილოცებს
მინახავს ისეთი უქონელნი, რომლებიც სულით ღატაკებთან თანაცხოვრებით სულიერად გამდიდრდნენ და საკუთარი უქონლობა არად შერაცხეს
უპოვარი ბერი ქვეყნიერების მფლობელია, რომელმაც საკუთარ თავზე ზრუნვა ღმერთს მიანდო და თავისი სარწმუნოებით ყველა დაიმონა. ის ადამიანს თავის გასაჭირზე არ დაელაპარაკება, არამედ ყველაფერს, რაც ეძლევა, იღებს, როგორც ღვთის ხელთაგან მოძღვნ... იხილეთ სრულად
უპოვარი მოღვაწე უვნებელობის შვილია, რაც კი აქვს, არარად მიაჩნია და, თუ ვნების მიზეზად ექცევა, ყველაფერს ნაგავად შერაცხავს. თუ ბერი ჯერ კიდევ სწუხს ხორციელ საზრუნავზე, მას უპოვარება ჯერაც არ მოუხვეჭავს
უპოვარი კაცი წმინდა გონებით ლოცულობს, ხოლო სახმართმოყვარეს თვალწინ ნივთიერი საზრუნავნი წარმოუდგებიან