წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ეშმაკები არაერთგზის წარმომდგარან ნათლის ანგელოზების და მოწამეების სახით და სიზმარში უჩვენებიათ, თითქოს ჩვენ მათთან მივდივართ. გაღვიძებულებს სიხარული და ამპარტავნება გვავსეს.
ვინც შინაგანად ამპარტავნებაშია თავისი ცრემლის გამო და განიკითხავს მათ, ვისაც ცრემლები არა აქვს, ის იმ მეომარს ჰგავს, ვინც იარაღს გამოითხოვს მეფისგან მტრის მოსაკლავად და მტრის მაგიერ იმ იარაღით თავს იკლავს
ძმაო, ნუ იქნება შენი სული ის ჭა, რომელიც ხან სიმდაბლის მაცოცხლებელ წყალს აღმოადინებს და ხან ამპარტავნების და პატივმოყვარეობის სიცხე აშრობს. არამედ უვნებელობის წყარო იყოს იგი, რომელიც სიგლახაკის წყალს აღმოადინებს
ვინც გვაქებს, ეშმაკების მსახური და ამპარტავნების წინამძღვარია. იგი ანადგურებს ლმობიერებას, ღუპავს სათნოებებს, ჭეშმარიტ გზას აგვაცდენს. "შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზაკვალი აგირიეს" (ეს. 3,12) - ამბობს წინასწარმეტყველი
თავმდაბალი მონაზონი არ იკვლევს ღვთის მიერ დაფარულ და უთქმელ საქმეებს, ხოლო ამპარტავანი ცდილობს, ღვთის განგებულების სიღრმეს ჩასწვდეს
ამპარტავნების ნაყოფი და უფსკრული არის ცოდვით დაცემა, დაცემა კი მათთვის, ვისაც ცხონება სურს, ხშირად სიმდაბლის მიზეზი ხდება.
ანგელოზს მთავრობა ამპარტავნების საბაბად გაუხდა, მაგრამ მთავრობა მას ამისათვის არ ჰქონია ბოძებული
სინანული ყველაფერი იმისგან განშორებაა, რაც ამ სოფელზე მიგვაჯაჭვავს და სრული მწუხარების მოხვეჭა, რომელიც სიკეთის მომტანია. მონანული გული უნდა იყოს, როგორც ისრით, განუკურნებლად დაჭრილი და მსურველი იმისა, რომ თავის მიზანს მიაღწიოს.
სინანული აღადგენს და აღამაღლებს სულს, გლოვა ცის კარზე რეკს, ხოლო ნეტარი სიმდაბლე გააღებს მას, მე - მთქმელი ამისა, თაყვანისვსცემ სამგვამოვანებასა ერთარსებით და ერთ-არსებასა - სამებით