სიმამაცე, სიმხნევე - ციტატები, გამონათქვამები
სიმამაცე, სიმხნევე - ციტატები, გამონათქვამები სიმამაცე, სიმხნევე, გამონათქვამები, ციტატები
სულიერი მოქცევისათვის საჭიროა ღვთისმოსაური ღვაწლი, უფლის იმედთან და ნდობასთან შეერთებული. უბრალოებას ღვთისმოსაურ ღვაწლთან ერთად სულიერი სიმშვიდე და რწმენა მოაქვს და მაშინ სული იმედითა და სიხარულით ივსება. იმისათვის, რომ მებრძოლი გვირგვინით შეიმკოს, აუცილებელია მოთმინება, ღვთისმოსაობა და სულიერი სიმამაცე. სიმამაცე ღვთისმოსავი გულიდან იღვრება და თუ გული ქრისტესთვის იქმს რაიმეს, ეს მომქანცველი და მტკივნეული არ არის, რადგან ქრისტესთვის ტკივილი არის სწორედ სულიერი ნადიმი. მცირედი ღვთისმოსაური სიმტკიცით და საკუთარი თავისადმი ყურადღებით ძალიან მოკლე დროში შეიძლება მოხდეს განვითარება. შემდეგ სული მიიღებს შეწევნას ქრისტესგან, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისგან, ანგელოზებისაგან და წმიდანებისაგან. დიდი დახმარება შეუძლია ასევე კითხვას, ლოცვას, საკუთარ თავში ჩაღრმავებას. მცირედი დაყუდება ხშირად სასარგებლოა ხოლმე.
ძმანო, როდესაც მხედარი თამამად სდგას გაცხარებულს ომში, გარემოს მისსა ათასნაირი სიკვდილი ჰფრინავს, მაგრამ მას არ ეშინია, უშიშრად შეებმება მტერს, ხანდახან დაკოდილიც (დაჭრილი) არ ჰშორდება ბრძოლას და მიიღებს სიკვდილს, მას ყოველი კაცი აქებს, გმირს ეძახის; მაგრამ, ვგონებ უდიდესი ქების ღირსი ის კაცი არის, რომელიც თავის სიცოცხლეს შესწირავს, თავდადებულად ემსახურება საზოგადო საქმეს, ჩუმად, მოთმინებით, არამხედველი, რომ მას ვინმე უყურებდეს და აქებდეს, არამედ კიდეც ესმოდეს მრავალი ყვედრება, ცილის წამება მტერთა და მოშურნეთაგან.
თემა: სიმამაცე, სიმხნევეავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი