[იესოს] ლოცვა თქვი ხოლმე, რადგან, თუ ეშმაკმა შეგაცდინა და რამე ცოდვას ჩაიდენ, მღვდელი ვეღარ გამოხვალ, რაც გულდასაწყვეტი იქნება. ამიტომ, გაფრთხილდი, მაქსიმალურად თავშეკავებული იყავი, მეტანიები გააკეთე, საკუთარ სხეულს გაუბრაზდი ხოლმ...
იხილეთ სრულად
[იესოს] ლოცვა თქვი ხოლმე, რადგან, თუ ეშმაკმა შეგაცდინა და რამე ცოდვას ჩაიდენ, მღვდელი ვეღარ გამოხვალ, რაც გულდასაწყვეტი იქნება. ამიტომ, გაფრთხილდი, მაქსიმალურად თავშეკავებული იყავი, მეტანიები გააკეთე, საკუთარ სხეულს გაუბრაზდი ხოლმე, მოსცხე ხოლმე, ცუდ [ხორციელ] გულისსიტყვებს ცეცხლივით გაექეცი. საერთოდ არ მიაქციო ყურადღება, რათა ფესვი არ გაიდგან შენში. მეორე მხრივ, სასო არ წარიკვეთო, რადგან ღმერთი დიდია და შემცოდეთ შეუნდობს. ოღონდ, როცა შეცდომა მოგ...
ლოცვისა და სულიერი განსჯის დროს ერიდეთ სხვა, განყენებულ აზრებს. თქვენს აზრს კატეგორიულად უთხარით: "ღვთის სახელით გიკრძალავ!" და აზრი უეჭველად დაგიჯერებთ. იესოს ლოცვითა და პირჯვრის გადასახვით ადვილათ განაგდებთ მტრულ ძალას (არქიმანდრიტი თეოფანე ნოვოოზეროელი).
ყოველგვარი ცოდვიანი ზრახვის საწინააღმდეგოდ ყველაზე ძლიერი იარაღია ლოცვა, განსაკუთრებით - იესოს ლოცვა. თუმცა ბრძოლის სხვა ხერხებიც არსებობს. პატივმოყვარული და თავის თავზე დიდი წარმოდგენის აზრების საწინააღმდეგოდ ვიფიქროთ საკუთარი სხეულის ხრწნადობაზე; სიამაყის საწინააღმდეგოდ გავიხსენოთ, რომ მხოლოდ ერთი - ამპარტავნება ყველა კეთილ საქმეს შთანთქავს; ბოროტი მეხსიერების საწინააღმდეგოდ მტერზე ვილოცოთ; განკითხვის საწინააღმდეგოდ თავს ვუსაყვედუროთ სიამაყე, ...
ეკლესია გვამცნებს, რომ განუწყვეტლივ ვილოცვიდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია სხეული მუდამ დაძაბულ მდგომარეობაში ვამყოფოთ. რა ვქნათ?
იხილეთ სრულად
შინაგან იესოს ლოცვას თავისი სპეციფიკა აქვს, აქამდე ვლაპარაკობდით ლოცვაზე, რომელიც ადამიანმა ყველა ამქვეყნიურ საქმეს მოწყვეტილმა უნდა აღუვლინოს ღმერთს. რაც შეეხება განუწყვეტელ ლოცვას, ამ შემთხვევაში სხეულის მდგომარეობას უნდა მივაქციოთ ყურადღება. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ კრძალულება უნდა დავიცვათ მაშინაც კი, როდესაც მარტონი ვართ.
როგორც გამოცდილებიდან ჩანს, იესოს ლოცვას ვნებს მოყვასის შეურაცხყოფა. სანამ განაწყენებულ ახლობელს შერიგებით არ დაამშვიდებ, ლოცვას მნიშვნელობა არ ექნება. ლოცვას ვნებს ასევე მრუშული ზრახვები, განკითხვა, ზედმეტი ჭამა და ყოველგვარი ცოდვა.