„დედაკაცისა კეთილისა სანატრელ არს ქმარი და რიცხვი დღეთა მისთა მრჩობლ“ (ისუ ზირ. 26.1). ესე იგი, ბედნიერი და სანატრელი არის კეთილი ქალის ქმარი, მისი ცხოვრება ქვეყანაზე ორკეც იქნება, ერთი–ორად გაგრძელდება. ამ აზრს, მე მგონი, ყოველი ...
იხილეთ სრულად
„დედაკაცისა კეთილისა სანატრელ არს ქმარი და რიცხვი დღეთა მისთა მრჩობლ“ (ისუ ზირ. 26.1). ესე იგი, ბედნიერი და სანატრელი არის კეთილი ქალის ქმარი, მისი ცხოვრება ქვეყანაზე ორკეც იქნება, ერთი–ორად გაგრძელდება. ამ აზრს, მე მგონი, ყოველი კაცი და ქალი დასთანხმდება. ვინ არ იცის, რა ბედნიერება არის კაცისათვის კეთილი ცოლი. ისიც უეჭველია, რომ ამისთანა ქალის ქმარი უფრო დიდხანს იცხოვრებს ქვეყანასა ზედა. როგორც შფოთი და მწუხრება შეამოკლებს ცხოვრებასა კაცისასა, მ...
link
საზოგადოდ ის კი უნდა ვსთქვათ, რომ დაბალთა ხალხთა შორის ქალი უმჯობესად ასრულებს თვისსა მოვალეობასა. იგი არის ჭეშმარიტი შემწე ქმრისა ყოველ საქმეში და შრომაში. გარნა კეთილშობილთა შორის ხშირად იპოებიან ისრეთნი ქალნი, რომელთა არ უყვართ...
იხილეთ სრულად
საზოგადოდ ის კი უნდა ვსთქვათ, რომ დაბალთა ხალხთა შორის ქალი უმჯობესად ასრულებს თვისსა მოვალეობასა. იგი არის ჭეშმარიტი შემწე ქმრისა ყოველ საქმეში და შრომაში. გარნა კეთილშობილთა შორის ხშირად იპოებიან ისრეთნი ქალნი, რომელთა არ უყვართ შრომა, არამედ მოსვენება, ლხინი და დაფანტული ცხოვრება. გარნა ახლა მოიწია ისრეთი დროება, რომ ისინიც უნდა დაფიქრდნენ და გამოსცვალონ თვისი ჩვეულება.
link
რაღა უნდა ვსთქვათ ზოგიერთთა უგუნურთა ქალთა ზედა, რომელნი არათუ შეეწევიან ოჯახის რჩენასა და გამოზრდასა, არამედ ზარმაცობით, დაფანტულითა ცხოვრებითა, მორთულობისა და უსარგებლო სამკაულის სიყვარულითა დააღარიბებენ თვისთა მეუღლეთა და ვალში...
იხილეთ სრულად
რაღა უნდა ვსთქვათ ზოგიერთთა უგუნურთა ქალთა ზედა, რომელნი არათუ შეეწევიან ოჯახის რჩენასა და გამოზრდასა, არამედ ზარმაცობით, დაფანტულითა ცხოვრებითა, მორთულობისა და უსარგებლო სამკაულის სიყვარულითა დააღარიბებენ თვისთა მეუღლეთა და ვალში შთააგდებენ მათ. თუ სიტყვისაებრ სოლომონ ბრძნისა, ქალი მხნე არის გვირგვინი ქმრისა, რა სახელი უნდა ეწოდოს ესრეთ ზარმაცთა და დაფანტულთა ქალთა? ისინი დაემსგავსებიან ლოდსა, დამოკიდებულსა ქმრის ყელზე, რომელი ახრჩობს მას. ღმერთ...
link
დიდად საქები და მადლიანი არის ის ქალი, რომელიც თავის ხელის ნაშრომით არჩენს თავსა თვისსა და შვილთა თვისთა. მაშინ იგი აღასრულებს ჭეშმარიტად თვისსა დანიშნულებასა. და თუ ნაცვლად ამისა მას არ უყვარს შრომა და ყოველსა რჩენასა მოითხოვს ქმ...
იხილეთ სრულად
დიდად საქები და მადლიანი არის ის ქალი, რომელიც თავის ხელის ნაშრომით არჩენს თავსა თვისსა და შვილთა თვისთა. მაშინ იგი აღასრულებს ჭეშმარიტად თვისსა დანიშნულებასა. და თუ ნაცვლად ამისა მას არ უყვარს შრომა და ყოველსა რჩენასა მოითხოვს ქმრისაგან, მაშინ იგი არ იქმნება შემწე, არამედ დამაბრკოლებელი და დამამძიმებელი ქმრისა.
link
ზოგიერთთა ქალთა აქვსთ დიდად შეცთომილი ჰაზრი, ვითომც ოჯახის რჩენა, ესე იგი ყოველი ამ სოფლის საჭირო ნივთების მოპოვება, საჭმლის, ტანსაცმელისა და სხვათა, არის მოვალეობა ქმრისა, ანუ მამობრივისა სქესისა. გარნა ეს ჰაზრი არის უმართლო; აქა...
იხილეთ სრულად
ზოგიერთთა ქალთა აქვსთ დიდად შეცთომილი ჰაზრი, ვითომც ოჯახის რჩენა, ესე იგი ყოველი ამ სოფლის საჭირო ნივთების მოპოვება, საჭმლის, ტანსაცმელისა და სხვათა, არის მოვალეობა ქმრისა, ანუ მამობრივისა სქესისა. გარნა ეს ჰაზრი არის უმართლო; აქაც მეუღლე უნდა იყოს ჭეშმარიტი მეუღლე, ესე იგი შემწე ქმრისა თვისისა.
link
კეთილსა და გონიერსა ქალსა ყოველთვის უნდა ჰქონდეს სახეში, რომ მან აქ უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს ცხოვრება მეუღლესა თვისსა. იგი პირველად არის მცველი და განმამტკიცებელი ოჯახის სიწმინდისა, პატიოსნებისა, დიდებისა და სათნოებისა; მეორ...
იხილეთ სრულად
კეთილსა და გონიერსა ქალსა ყოველთვის უნდა ჰქონდეს სახეში, რომ მან აქ უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს ცხოვრება მეუღლესა თვისსა. იგი პირველად არის მცველი და განმამტკიცებელი ოჯახის სიწმინდისა, პატიოსნებისა, დიდებისა და სათნოებისა; მეორედ იგი მართავს ოჯახსა, ზრდის შვილთა მისთა, დაუცხრომელითა შრომითა და მეცადინეობითა შეეწევა ოჯახის რჩენასა და გამოზრდასა.
link
როდის და რომელთა საქმეთა შინა არის ქალი შემწე კაცისა? პირველი მისი შემწეობა არის ვითარცა მეუღლისა, ანუ ცოლისა. აქ გამოსჩნდება ჭეშმარიტი შემწეობა მისი. თვით სახელი ესე „მეუღლე“ მშვენივრად გამოხატავს, რომ ქალი უნდა შეეწიოს კაცსა მის...
იხილეთ სრულად
როდის და რომელთა საქმეთა შინა არის ქალი შემწე კაცისა? პირველი მისი შემწეობა არის ვითარცა მეუღლისა, ანუ ცოლისა. აქ გამოსჩნდება ჭეშმარიტი შემწეობა მისი. თვით სახელი ესე „მეუღლე“ მშვენივრად გამოხატავს, რომ ქალი უნდა შეეწიოს კაცსა მისის უღელის გაწევაზე, ესე იგი ყოველი ცხოვრების, საქმის და მოვალეობის აღსრულებაზე.
link