სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები
სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება
სიყვარული მარადიულია და მისი ძალა ულევი. არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც სიყვარული და წმინდა ცხოვრება. უფალი მოგვიწოდებს: „...იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარეთ თქუენ“ (ინ. 15, 12).
მთელი გულით ვლოცულობ, იესო ქრისტეს სიყვარული უხვად ჩაგეღვაროთ გულებში და მისი მადლით ღირსნი გახდეთ, რომ სულისა და ხორცის სიწმინდით გაატაროთ თქვენი ცხოვრების ყოველი დღე.
ჩემო შვილებო, ჩემო სიხარულო და ნუგეშო, იღვაწეთ, რომ მორჩილებაში, სიყვარულში, ლოცვასა და სიწმინდეში ანგელოზებრივ საზომს მიაღწიოთ და სიკვდილის შემდეგ ანგელოზებთან ცხოვრების ღირსნი გახდეთ! ამინ. იყავნ.