უდებება ყველა ბოროტების სათავეა
მონაზვნური მოვალეობების მიმართ უდებება ყველა სხვა სულიერ სიკეთეს ანადგურებს და საერთო გულგრილობის და, აქედან მომდინარე, დაცემების მიზეზი ხდება. მასზე გამარჯვებას ვპოვებთ იესოს უწყვეტი ლოცვით, რომელსაც ბაგეებით წარმოვთქვამთ, ან გონ...
იხილეთ სრულად
მონაზვნური მოვალეობების მიმართ უდებება ყველა სხვა სულიერ სიკეთეს ანადგურებს და საერთო გულგრილობის და, აქედან მომდინარე, დაცემების მიზეზი ხდება. მასზე გამარჯვებას ვპოვებთ იესოს უწყვეტი ლოცვით, რომელსაც ბაგეებით წარმოვთქვამთ, ან გონებაში ვიმეორებთ.
link
იმ დღიდან ძმა ბრძოლისგან გათავისუფლდა
ერთი რამ ყველას უნდა ახსოვდეს – იმედი არასოდეს დაკარგოს. დღეში ათასჯერაც რომ დაეცეს და შესცოდოს, სასოწარკვეთილებით ვერ გამართლდება ღვთის წინაშე, არამედ იმედით უნდა აღივსოს და ბრძოლისთვის მოემზადოს, ვიდრე ღვთის მოწყალება მოვა და გა...
იხილეთ სრულად
ერთი რამ ყველას უნდა ახსოვდეს – იმედი არასოდეს დაკარგოს. დღეში ათასჯერაც რომ დაეცეს და შესცოდოს, სასოწარკვეთილებით ვერ გამართლდება ღვთის წინაშე, არამედ იმედით უნდა აღივსოს და ბრძოლისთვის მოემზადოს, ვიდრე ღვთის მოწყალება მოვა და გაათავისუფლებს მას.
link
როცა ვინმე სიმდაბლით და ღვთის შიშით, მხურვალე სულიერი შრომითა და გამოცდილი მოძღვრის ხელმძღვანელობით ებრძვის ცოდვას, შეუძლებელია, ღმერთმა დასაღუპავად გაიმეტოს. იგი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეცეს, როცა თავისი სულიერი მოვალეობებისადმი ...
იხილეთ სრულად
როცა ვინმე სიმდაბლით და ღვთის შიშით, მხურვალე სულიერი შრომითა და გამოცდილი მოძღვრის ხელმძღვანელობით ებრძვის ცოდვას, შეუძლებელია, ღმერთმა დასაღუპავად გაიმეტოს. იგი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეცეს, როცა თავისი სულიერი მოვალეობებისადმი უდები იქნება; განსაკუთრებით კი, როცა გაამპარტავნდება და იფიქრებს, რომ რაიმეს წარმოადგენს. მაგრამ თუ ისევ სიმდაბლით შეუვრდება ღმერთს, წამოდგომას შეძლებს და კვლავ განიკურნება; უფლის წყალობა ახლოსაა გულშემუსვრილებთან.
link
როდისაა მადლი ჩვენი მოკავშირე?
დაცემა საკუთარი უბადრუკობის შეგნებას შეგვძენს
ვინც უფრო ამპარტავანია, უარესი დაცემებიც არსებობს
თუკი ღვთის მადლი გვტოვებს, ვეცემით და საცოდავი სანახავები ვხდებით.
როცა ადამიანი სათანადოდ შეინანებს, სინდისი წყვეტს მხილებას