115. თუკი გნებავს შენ უფლის მიერ, რომ არა მხოლოდ მოჩვენებით იყო მონაზონი, ან ქველი, ანთუ მდაბალი და ყოვლითურთ ღმერთს შეერთებული, არამედ იმას განიზრახავდე, რომ ჭეშმარიტადაც იყო ამგვარი, მთელი ძალით დაეშურე ყურადღების სათნოებას, რაც...
იხილეთ სრულად
115. თუკი გნებავს შენ უფლის მიერ, რომ არა მხოლოდ მოჩვენებით იყო მონაზონი, ან ქველი, ანთუ მდაბალი და ყოვლითურთ ღმერთს შეერთებული, არამედ იმას განიზრახავდე, რომ ჭეშმარიტადაც იყო ამგვარი, მთელი ძალით დაეშურე ყურადღების სათნოებას, რაც არის დაცულობა გონებისა, დამარხულობა გონებისა, ტკბილი მყუდროების გულისმიერი სრულყოფილება და სულის არაზმანებითი ნეტარი მდგომარეობა. ესაა იმგვარი მოვლენა, რასაც ვერ ჰპოვებ ბევრში.
link
90. რამდენადაც სრულად მიაქცევ ყურადღებას გონებას, იმდენად წადიერად ილოცებ იესოსადმი, და კიდევ, რაოდენ უგულისყუროდ მიხედავ გონებას, იმდენადვე განშორდები იესოს, და ისევე როგორც სრულად ასინათლებს გონების ჰაერს პირველი მათგანი, ამგვარ...
იხილეთ სრულად
90. რამდენადაც სრულად მიაქცევ ყურადღებას გონებას, იმდენად წადიერად ილოცებ იესოსადმი, და კიდევ, რაოდენ უგულისყუროდ მიხედავ გონებას, იმდენადვე განშორდები იესოს, და ისევე როგორც სრულად ასინათლებს გონების ჰაერს პირველი მათგანი, ამგვარადვე, უკუმიქცევა მღვიძარებისგან და, ასევე, იესოსადმი ტკბილი ხმობისგან, ჩვეულებისამებრ, ყოვლითურთ აწყვდიადებს მას, რადგან ბუნებით არის ეს საქმე ამგვარი, როგორც გვითქვამს, და სხვაგვარად არ შეიძლება, შეიცნობ კი ამას გამოცდი...
link
68. ვინც დღენიადაგ შინაგანისკენ მიმართავს ყურადღებას, უბიწოებას იცავს; მეტიც, მჭვრეტელობს იგი, ღვთისმეტყველებს და ლოცულობს. და ეს არის, რასაც ამბობს მოცუქული: „სულით იარეთ და ხორცის გულისთქმას ნუ აღასრულებთ“ (გალატ. 5.16).
7. რისი შობაც ძალუძს ორმაგ შიშს, – კერძოდ, ერთი მხრივ, ღვთისგან მიტოვებულობებს და, მეორე მხრივ, განსაცდელთა განმსწავლელობით შემთხვევებს, – ესაა ყურადღების ზედამხედველობითი გახშირებულობა (ე.ი. საკუთარ მოქმედებათა მუდმივად მაკონტროლ...
იხილეთ სრულად
7. რისი შობაც ძალუძს ორმაგ შიშს, – კერძოდ, ერთი მხრივ, ღვთისგან მიტოვებულობებს და, მეორე მხრივ, განსაცდელთა განმსწავლელობით შემთხვევებს, – ესაა ყურადღების ზედამხედველობითი გახშირებულობა (ე.ი. საკუთარ მოქმედებათა მუდმივად მაკონტროლებელი და გარეგან საცთურთა უკუმგდები ყურადღება) იმ ადამიანის გონებაში, რომელიც ცდილობს, რომ წყარო დაუხშოს უკეთურ გულისზრახვებსა და საქმეებს. სწორედ ამის გამოა მიტოვებულობანიც და ღვთისგან მომდინარე მოულოდნელი განსაცდელები...
link
ქრისტესა და ღმრთისმშობელს სურთ, რომ ჩვენ მუდამ ყურადღებით ვიყოთ და ღმრთის შიში ვიქონიოთ
ყურადღებიანი ადამიანის გონება თითქოს შინაგანი იერუსალიმის მცველი ანუ დაუძინებელი დარაჯია. რაკიღა სულიერი ხედვა მოიხვეჭა, იგი განწმენდილი თვალით უყურებს მის სულთან მოახლოებულ ბოროტ გულისსიტყვებს, როგორც დავით მეფე ამბობს: "იხილა თუ...
იხილეთ სრულად
ყურადღებიანი ადამიანის გონება თითქოს შინაგანი იერუსალიმის მცველი ანუ დაუძინებელი დარაჯია. რაკიღა სულიერი ხედვა მოიხვეჭა, იგი განწმენდილი თვალით უყურებს მის სულთან მოახლოებულ ბოროტ გულისსიტყვებს, როგორც დავით მეფე ამბობს: "იხილა თუალმან ჩემმან მტერთა ჩემთა" (ფსალმ. 91,12). არ უნდა გვაინტერესებდეს სხვისი საქმეები, არ უნდა ვფიქრობდეთ და ვლაპარაკობდეთ მათზე, არ უნდა მივბაძოთ მათ, "რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა" (ფსალმ. 143,8), არამედ ვევედროთ უფალს: ...
link
ყურადღება და ლოცვა, მუდამ ერთმანეთთან შეერთებულნი, ელიას ცეცხლოვანი ეტლის მსგავსად ცად აღამაღლებენ მას, ვისაც ეს ორი სათნოება აქვს
ლოცვის შემდეგ ყურადღებას ნუ მოადუნებ და ნახავ გარშემორტყმულ ეშმაკთა სიმრავლეს, რათა ჩვენს გულში ბილწი აზრები დათესონ და შური იძიონ, იმის გამო ლოცვისას რომ გავუმკლავდით და ვძლიეთ მათ. მცველად დადექი და ნახავ მათ, ვინც გამუდმებით გა...
იხილეთ სრულად
ლოცვის შემდეგ ყურადღებას ნუ მოადუნებ და ნახავ გარშემორტყმულ ეშმაკთა სიმრავლეს, რათა ჩვენს გულში ბილწი აზრები დათესონ და შური იძიონ, იმის გამო ლოცვისას რომ გავუმკლავდით და ვძლიეთ მათ. მცველად დადექი და ნახავ მათ, ვინც გამუდმებით გამზადებულნი არიან, რომ სულიერი ღვაწლის ნაყოფი მოგვტაცონ.
link
ძალიან დაიღლები მანამ, სანამ შეიგნებ, რომ ლოცვა მოთმინებისა და სიფხიზლის გარეშე დროის კარგვაა, შრომაა სასყიდლის გარეშე. საჭიროა, რომ ყველა შენს შინაგან თუ გარეგან გრძნობას მიუჩინო დაუძინებელი მცველი - ყურადღება. რადგან უიმისოდ გონ...
იხილეთ სრულად
ძალიან დაიღლები მანამ, სანამ შეიგნებ, რომ ლოცვა მოთმინებისა და სიფხიზლის გარეშე დროის კარგვაა, შრომაა სასყიდლის გარეშე. საჭიროა, რომ ყველა შენს შინაგან თუ გარეგან გრძნობას მიუჩინო დაუძინებელი მცველი - ყურადღება. რადგან უიმისოდ გონება და სულიერი ძალები ისე დაიღვრება თვალებიდან და ჩვევებით, როგორც გზადე უსარგებლოდ მდინარე წყალი. არასდროს არავის მოუპოვებია ლოცვა ყურადღებისა და მღვიძარების გარეშე. არასდროს არავის ღირსებია ზეაღსვლა მანამ, სანამ არ უგუ...
link