ვგონებ, რომ ქალს სხვა ხასიათი უნდა ჰქონდეს, ვიდრეღა ვაჟს, ანუ მამაკაცს. მამაკაცისაგან არავინ არ ეძიებს მომეტებულსა მორცხვედობასა, კრძალვას. იმას არავინ არ დაუწუნებს და არ დასძრახავს, რომ არც კი ჰქონდეს მორიდება, კრძალვა სიტყვაში, ...
იხილეთ სრულად
ვგონებ, რომ ქალს სხვა ხასიათი უნდა ჰქონდეს, ვიდრეღა ვაჟს, ანუ მამაკაცს. მამაკაცისაგან არავინ არ ეძიებს მომეტებულსა მორცხვედობასა, კრძალვას. იმას არავინ არ დაუწუნებს და არ დასძრახავს, რომ არც კი ჰქონდეს მორიდება, კრძალვა სიტყვაში, ქცევაში. ქალის საქმე კი სხვა არის. ვგონებ, იგი უნდა იყოს შემკული სიმდაბლითა, მორიდებითა, კრძალვითა. მისი უდიდესი და უძვირფასესი თვისება ის არის, თუ იგი იცავს და სხვასაც ასწავლის საზოგადოებასა შინა წმინდა ზნეობას, მშვიდს,...
link
„დედაკაცი კეთილი ახარებს ქმარსა მისსა და წელთა მისთა აღავსებს მშვიდობითა“; „მდაბალი დედაკაცი, ქმარსა მისსა და ძვალთა მისთა განაპოხებს ხელოვნება მისი“; „ნიჭი უფლისა – დედაკაცი მდუმარე“; „მადლი მადლსა ზედა დედაკაცი მორცხვედი“ (ისუ ზ...
იხილეთ სრულად
„დედაკაცი კეთილი ახარებს ქმარსა მისსა და წელთა მისთა აღავსებს მშვიდობითა“; „მდაბალი დედაკაცი, ქმარსა მისსა და ძვალთა მისთა განაპოხებს ხელოვნება მისი“; „ნიჭი უფლისა – დედაკაცი მდუმარე“; „მადლი მადლსა ზედა დედაკაცი მორცხვედი“ (ისუ ზირ. 26. 2, 16, 17, 19). აჰა, როგორ შეამკობს ისუ ზირაქი კეთილსა დედაკაცსა. სჩანს, რომ ძველ აღთქმაშიაც დედაკაცებში მოსწონდათ მორცხვედობა, მდუმარება, კეთილობა, მყუდროება, ოჯახის მეურნეობა და ოჯახისათვის მზრუნველობა. თუ ძველ...
link
„უმჯობეს არს ცხოვრება ლომთა თანა და ვეშპთა, ვედრე ცხოვრება დედაკაცისა ბოროტისა თანა (ისუ ზირ. 25.18). იქნება ეს სიტყვები ვისმეს თქვენგანს ეჩვენოს ნამეტან ფიცხლად და უადგილოდ, მეტადრე ვისაც არ გამოუცდია ცხოვრება ბოროტისა დედაკაცისა...
იხილეთ სრულად
„უმჯობეს არს ცხოვრება ლომთა თანა და ვეშპთა, ვედრე ცხოვრება დედაკაცისა ბოროტისა თანა (ისუ ზირ. 25.18). იქნება ეს სიტყვები ვისმეს თქვენგანს ეჩვენოს ნამეტან ფიცხლად და უადგილოდ, მეტადრე ვისაც არ გამოუცდია ცხოვრება ბოროტისა დედაკაცისა თანა, ის იფიქრებს ამ სახით. მაგრამ თუ ჰკითხავ იმ კაცებს, რომელთაც დიდხანს უცხოვრიათ ბოროტთა დედაკაცთა თანა, ისინი დასთანხმდებიან ისუ ზირაქის აზრსა. მართლა, ერთობ დიდი უბედურება და მოუთმენელი განსაცდელი არის ცხოვრება ბორ...
link
ღმერთმან დედაკაცი იმიტომ შექმნა სუსტი და მამაკაცს მისთვის მისცა უმეტესი ღონე, რომ პირველი შინ, სახლში უნდა იყოს, სახლს უნდა უვლიდეს და შვილებს უნდა ზრდიდეს, ხოლო მეორე გარედ უნდა მუშაკობდეს, რაც უმძიმესი საქმე არის, იმას აკეთებდეს...
იხილეთ სრულად
ღმერთმან დედაკაცი იმიტომ შექმნა სუსტი და მამაკაცს მისთვის მისცა უმეტესი ღონე, რომ პირველი შინ, სახლში უნდა იყოს, სახლს უნდა უვლიდეს და შვილებს უნდა ზრდიდეს, ხოლო მეორე გარედ უნდა მუშაკობდეს, რაც უმძიმესი საქმე არის, იმას აკეთებდეს. საღმრთო წერილიც ისრე შეგვაგონებს ჩვენ, რომელ ყოველს ადამიანს უნდა ცოლი თვისი უყვარდეს და ისრეთ პატივში უნდა ყავდეს, როგორც თავისი თავი. ყოველს განათლებულ სახლში დედაკაცს აქვს დიდი პატივი.
link
ქალი არის შემწე და მეგობარი კაცისა, თანა ზიარი ყოვლისა მისისა საქმისა, ბედისა და უბედურებისა, მწუხარებისა და სიხარულისა. ხოლო თუ იგი არის შემწე მისი, მაშასადამე მან უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს კაცს ცხოვრება ქვეყანაზედ. იგი უნდა...
იხილეთ სრულად
ქალი არის შემწე და მეგობარი კაცისა, თანა ზიარი ყოვლისა მისისა საქმისა, ბედისა და უბედურებისა, მწუხარებისა და სიხარულისა. ხოლო თუ იგი არის შემწე მისი, მაშასადამე მან უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს კაცს ცხოვრება ქვეყანაზედ. იგი უნდა იყოს კაცის ნუგეში, განმამხნევებელი, განმაღვიძებელი, ერთი სიტყვით, გაამართლოს თვით სახელი თვისი – „მეუღლე“, ესე იგი ქალი უნდა შეეწიოს კაცის უღლის ზიდვას.
link
როგორითაც კაცი, შეხედავს რა სარკესა, განიხლავს პირის სახესა თვისსა, მსგავსად ამისა ყოველსა კეთილგონიერსა ქალსა სარკედ ჰქონდეს ცხოვრება და თვისება ღვთის მსგავსისა ამის ქალისა (ღვთისმშობელისა) და მით განიხილავდეს სახესა ღვთისასა ცხო...
იხილეთ სრულად
როგორითაც კაცი, შეხედავს რა სარკესა, განიხლავს პირის სახესა თვისსა, მსგავსად ამისა ყოველსა კეთილგონიერსა ქალსა სარკედ ჰქონდეს ცხოვრება და თვისება ღვთის მსგავსისა ამის ქალისა (ღვთისმშობელისა) და მით განიხილავდეს სახესა ღვთისასა ცხოვრებისასა.
link
ღმერთმან განგებ მოგცა შენ (ქალო) განსხვავებული ბუნება, შეგამკო შენ გულითადითა გრძნობითა, ნაზითა ზნეობითა, რათამცა შენ გესარგებლა ამათ თვისებათა აღსასრულებელად შენისა მოვალეობისა, დაგენერგა გულსა შინა ძეთა და ძმათა შენთა კეთილნი მი...
იხილეთ სრულად
ღმერთმან განგებ მოგცა შენ (ქალო) განსხვავებული ბუნება, შეგამკო შენ გულითადითა გრძნობითა, ნაზითა ზნეობითა, რათამცა შენ გესარგებლა ამათ თვისებათა აღსასრულებელად შენისა მოვალეობისა, დაგენერგა გულსა შინა ძეთა და ძმათა შენთა კეთილნი მიდრეკილებანი; ხოლო ნაცვლად ამისა ვითარცა შენ მიტაცებულ ხარ, ეგრეთვე სხვათაცა მიიზიდავ ამაოთა კმაყოფილებათადმი. იწყე შენცა ფიქრობა და განზრახვა ყოველთა საგანთა ზედა; ნუ ხარ დაძინებული, ნუ ხარ რეგვენი ვიდრე სიბერემდე. შენც ...
link
ხოლო შენ (ქალო) ესოდენ სულმოკლე ხარ, ესოდენ გავიწყდება შენი დიდი მნიშვნელობა, რომელ მისდევ მცირეთა, ამაოთა და უხმართა ნივთთა და ნუგეშთა სოფლისათა. შენ უნდა პოულობდე ბედნიერებასა შენსა აღსრულებასა შინა დიდისა და პატიოსნისა მოვალეობ...
იხილეთ სრულად
ხოლო შენ (ქალო) ესოდენ სულმოკლე ხარ, ესოდენ გავიწყდება შენი დიდი მნიშვნელობა, რომელ მისდევ მცირეთა, ამაოთა და უხმართა ნივთთა და ნუგეშთა სოფლისათა. შენ უნდა პოულობდე ბედნიერებასა შენსა აღსრულებასა შინა დიდისა და პატიოსნისა მოვალეობისა შენისასა, ვითარცა დედისა, ვითარცა მეუღლისა, ვითარცა შვილთა აღმზრდელისა, ოჯახის მმართველისა, საზოგადოებასა შინა კეთილ ზნეობის განმავრცელებელისა; ხოლო დაგიტევებიეს შენ ესე ყოველი დ ხედავ შენსა ნუგეშსა და ბედნიერებასა ა...
link
ქრისტიანო ქალო ღმერთმა მოგცა შენ დიდი და პატიოსანი მნიშვნელობა, რათა იყო შენ სამკაულ საზოგადოებისა, არა თუ მხოლოდ მშვენიერითა პირისა და შესამოსლისა შენისათა, არამედ სულისა და ზნეობისა შენისათა, რათა შენცა შენითა კეთილითა ზნეობითა,...
იხილეთ სრულად
ქრისტიანო ქალო ღმერთმა მოგცა შენ დიდი და პატიოსანი მნიშვნელობა, რათა იყო შენ სამკაულ საზოგადოებისა, არა თუ მხოლოდ მშვენიერითა პირისა და შესამოსლისა შენისათა, არამედ სულისა და ზნეობისა შენისათა, რათა შენცა შენითა კეთილითა ზნეობითა, გონიერითა და კეთილითა ქცევითა, სიწმიდითა და სიმშვიდითა ეხმარებოდე განვრცელებასა სასუფეველისა ღვთისასა ქვეყანასა ზედა.
link
დიდ არს და პატიოსან მნიშვნელობა დედაკაცისა ქრისტიანობრივსა საზოგადოებასა შინა. დაუფასებელი ღირსება აქვს ქალსა, აურაცხელსა სარგებლობასა მისცემს იგი მთელსა საზოგადოებასა ქრისტიანულსა, როდესაც იგი სცხოვრებს ცხოვრებითა გონიერითა, როდე...
იხილეთ სრულად
დიდ არს და პატიოსან მნიშვნელობა დედაკაცისა ქრისტიანობრივსა საზოგადოებასა შინა. დაუფასებელი ღირსება აქვს ქალსა, აურაცხელსა სარგებლობასა მისცემს იგი მთელსა საზოგადოებასა ქრისტიანულსა, როდესაც იგი სცხოვრებს ცხოვრებითა გონიერითა, როდესაც ყოველსა საქმესა ზედა და ქცევასა აქვს გონიერი ჰაზრი, როდესაც, ერთი სიტყვით, იგი არის ჭურჭელი კეთილისა ზნეობისა და გონებისა; გარნა ოდეს არა ზრუნავს არაფერზე, არა რას ფიქრობს, ოდეს ეძიებს მხოლოდ სოფლიურთა ნუგეშთა და კმა...
link