სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული, გამონათქვამები, ციტატები
სიყვარული სხვისთვის ცხოვრებაა, იგი მზადყოფნაა მოყვასისადმი არამარტო თანადგომის, არამედ თავგანწირვისთვისაც. სახარებაში ვკითხულობთ: "არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისთვის" (ინ. 15,13).
სადაც არ არის ჭეშმარიტი სარწმუნოება და სიყვარული, იქ არც ღმერთია. სიყვარული მადლია ღვთისა და იგი მიეცემა მას, ვინც ღირსია მისი.
ღმერთმა გაგვიხსნა სრულყოფის კარი და თუ მისი ნათლით გაბრწყინებულნი, რწმენითა და სიყვარულით აღვსილნი წარვმართავთ კაცობრიობის პროგრესს, ჩვენს მომავალს საფრთხე არ დაემუქრება.
აღდგომა ქრისტესი არის საფუძველი ჩვენი რწმენისა და სიყვარულისა; იგია იმედი და სასოება ჩვენი, რადგან მისი მადლით მოვიპოვებთ მარადიულ ნეტარებას; ამიტომაც გულმხურვალედ ვუგალობთ უფალს: "პასექმა სამოთხის კარი განგვიღო ჩვენ"...
საუკუნეთა მანძილზე საქართველო გადაარჩინა მოყვასის, ღმრთის, მამულისადმი თავდადებულმა ქრისტიანულმა სიყვარულმა, რისი მაგალითიც აურაცხელია ჩვენს ისტორიაში.
მოვიპოვოთ სიწმინდე და შევიმოსოთ ჭეშმარიტი სიყვარულით, რადგან ამ თვისებების გარეშე ღმერთს ვერ მივემსგავსებით და ჩვენივე ნებით, საკუთარ თავს მის მაცხოვნებელ მადლს განვაშორებთ.
მაცხოვარმა განკაცებით დედამიწაზე ის სიყვარული მოიტანა, რომლის მსგავსიც მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა და რომელთანაც თანაზიარებით მოგვეცა სამოთხეში დაბრუნების შესაძლებლობა.
გავიხსენოთ სახარება: იუდამ გასცა მაცხოვარი, პეტრემაც სამჯერ უარყო იგი. შემდეგ ერთმაც შეინანა და მეორემაც, მაგრამ იუდა წარწყმდა იმიტომ, რომ უსიყვარულო იყო ქრისტესთან გატარებული მისი ცხოვრება და, აქედან გამომდინარე, უნაყოფო მისი სინ... იხილეთ სრულად