მეცნიერის გულწრფელი შეკითხვა ბუნებასთან ასეთი იქნებოდა: "ბუნებავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა გავიგო ვინ ვარ მე..." ისტორიკოსის გულწრფელი შეკითხვა ისტორიის მიმართ ასეთი იქნებოდა: "ისტორიავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვ...
იხილეთ სრულად
მეცნიერის გულწრფელი შეკითხვა ბუნებასთან ასეთი იქნებოდა: "ბუნებავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა გავიგო ვინ ვარ მე..."ისტორიკოსის გულწრფელი შეკითხვა ისტორიის მიმართ ასეთი იქნებოდა: "ისტორიავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ ვარ მე..."მოძღვრის გულწრფელი შეკითხვა ღვთის მიმართ ასეთი იქნებოდა: "ღმერთო, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ მე..."სამივე ამ კითხვის უცდომელი პასუხი ასეთი იქნებოდა: "ადამიანო, მიპოვე საკუთარ თავში!"
link
როდესაც ადამიანები ხარბად წარსტაცებენ ბუნებას ოქროს, ის მათ ოქროს ნაცვლად შხამს აძლევს. როდესაც ადამიანები გამოსწოვენ ბუნებას ცოდნას, იგი მათ ჭეშმარიტი ცოდნის ნაცვლად ფერად ჩხრიალებს აძლევს. როდესაც ადამიანები მოკრძალები...
იხილეთ სრულად
როდესაც ადამიანები ხარბად წარსტაცებენ ბუნებას ოქროს, ის მათ ოქროს ნაცვლად შხამს აძლევს.როდესაც ადამიანები გამოსწოვენ ბუნებას ცოდნას, იგი მათ ჭეშმარიტი ცოდნის ნაცვლად ფერად ჩხრიალებს აძლევს.როდესაც ადამიანები მოკრძალებით, ღვთისა და შემოქმედის სახელით ითხოვენ მათთვის აუცილებელს, ბუნება აძლევს მათ ყველაფერს, რაც ესაჭიროებათ.გონიერი დედა აძლევს ბავშვს ყველაფერს სასარგებლოს, რასაც იგი ითხოვს; თუ იგი მოითხოვს რაიმეს დაჟინებითა და ახირებით, უბრალოდ ცნობ...
link
ბუნება მეგობარია; იგი იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანისათვის მეგობარი და დამხმარე იყოს და არა მონა, ანდა ჯალათი. ადამიანები, რომლებიც ბუნებას მონად აქცევენ, თვითონ ხდებიან მისი მტერნი და ჯალათნი. ბალკანეთზე ჯერ კიდევ შემორჩე...
იხილეთ სრულად
ბუნება მეგობარია; იგი იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანისათვის მეგობარი და დამხმარე იყოს და არა მონა, ანდა ჯალათი. ადამიანები, რომლებიც ბუნებას მონად აქცევენ, თვითონ ხდებიან მისი მტერნი და ჯალათნი.ბალკანეთზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ბუნების პატივისცემა და გულმოწყალება. ჯერ კიდევ არსებობს ჩვევა: თუ გლეხს ხის მოჭრა, ბალახის მოთიბვა ანდა საქონლის დაკვლა სურს, ჯერ პირჯვარს იწერს და ამბობს: "შემინდე, ღმერთო!"ხალხები, რომლებიც ბუნებას სამკვდრო-სასიცოცხლო ...
link
ბუნება მეგობარია; იგი იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანისათვის მეგობარი და დამხმარე იყოს და არა მონა, ანდა ჯალათი.
ბალკანეთის ხალხმა დღემდე შემოინახა რწმენა იმისა, რომ წვიმა, გვალვა, სეტყვა, მოსავლიანი და შიმშილობის წლები, ჯანმრთელობა და ავადმყოფობა დამოკიდებულია ხალხის ზნეობრივ სიწმინდეზე. წმინდა ადამიანების მიმართ ბუნება შემწყნარებელია,...
იხილეთ სრულად
ბალკანეთის ხალხმა დღემდე შემოინახა რწმენა იმისა, რომ წვიმა, გვალვა, სეტყვა, მოსავლიანი და შიმშილობის წლები, ჯანმრთელობა და ავადმყოფობა დამოკიდებულია ხალხის ზნეობრივ სიწმინდეზე.წმინდა ადამიანების მიმართ ბუნება შემწყნარებელია, უწმინდურთა და ბოროტგანმზრახველთა მიმართ კი იგი დაუნდობელია.ბუნება ადამიანის ანარეკლია. როგორიცაა ადამიანი, სწორედ ისეთად ასახავს იგი მას. ბუნებას ეგოიზმი არ ახასიათებს. მაგრამ ადამიანები ეგოისტები არიან და ამიტომ ისინი თავიან...
link
საკუთარი თავის სიყვარულის თეორია არ შეიძლება იყოს გამართლებული ბუნების მიერ. ადამიანები ძალიან ადვილად აბრალებენ სხვებს საკუთარ ბოროტებას. ბუნება ნეიტრალურია ადამიანების მიმართ. იგი თავის ხასიათს ადამიანთა ბუნებასთან შეთანხმე...
იხილეთ სრულად
საკუთარი თავის სიყვარულის თეორია არ შეიძლება იყოს გამართლებული ბუნების მიერ. ადამიანები ძალიან ადვილად აბრალებენ სხვებს საკუთარ ბოროტებას.ბუნება ნეიტრალურია ადამიანების მიმართ. იგი თავის ხასიათს ადამიანთა ბუნებასთან შეთანხმებით განაწყობს. სანამ ადამი ღვთის მორჩილი იყო, ბუნებაც ემორჩილებოდა ადამს. როდესაც მან ღვთის მორჩილება შეწყვიტა, ბუნებაც აღდგა მის წინააღმდეგ.როგორც რაიმე სურვილი, აზრი და ვნებამოქმედებს არა ადამიანის მთელ სხეულზე, არამედ მისი ...
link
სამყაროს მთელი მშვენიერება უზენაესი საიდუმლოს საიდუმლოებიდან ამოდის. ამის გარეშე ბუნება წამითაც ვერ შეინარჩუნებდა იმ მშვიდ, უბიწო მშვენიერებას, რომელსაც იგი ასხივებს. ქმნილი ბუნება - ღრუბელია, რომელიც ფარავს ღვთაებრივი ცეცხლი...
იხილეთ სრულად
სამყაროს მთელი მშვენიერება უზენაესი საიდუმლოს საიდუმლოებიდან ამოდის. ამის გარეშე ბუნება წამითაც ვერ შეინარჩუნებდა იმ მშვიდ, უბიწო მშვენიერებას, რომელსაც იგი ასხივებს.ქმნილი ბუნება - ღრუბელია, რომელიც ფარავს ღვთაებრივი ცეცხლის დამაბრმავებელ ბრწყინვალებას. ამ ღრუბლის გამჭვირვალობა, ანდა შეუღწევადობა ჩვენს სულიერ ხედვაზეა დამოკიდებული: ნატიფი და მაღალი სულისთვის იგი დახვეწილი და გამჭვირვალეა, უხეშისათვის კი - ბნელი და შეუღწევადი
link