სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისა არის წყარო ყოველთა სხვათა სათნოებათა სიყვარული ღვთისა არის წყარო ყოველთა სხვათა

უკეთუ ჭეშმარიტი სიყვარული გაქვს ღვთისა, მაშინ შენ გიხარიან, როდესაც გესმის მისი დიდება და ქება; გიხარიან, როდესაც ხედავ მორწმუნესა მისსა აღმსარებელსა მისის სჯულისასა; ხოლო თუ ვინმე შენს წინაშე სთქვა რაიმე ცუდი ღმერთზედ და მის სჯულზედ, მაშინ მწუხარებას გრძნობ, გეწყინება. მაშინ შენ მზადა ხარ დაიცვა დიდება ღვთისა და თავი შენი შესწირო მის დიდებასა და მისი ამაღლებისათვის. უკეთუ ჭეშმარიტი სიყვარული გაქვს ღვთისა, მაშინ

სიყვარული ღვთისა თვით ჩვენთვის არის სასარგებლო. ღმერთს არ მიემატება არა რაიმე ჩვენი სიყვარულისაგან, გარნა ჩვენ განვიწმიდებით, განვნათლდებით ღვთის სიყვარულითა. სიყვარული ღვთისა თვით ჩვენთვის არის

უმეტეს ყოვლისა მაშინ გამოჩნდება, რომ გიყვარს ღმერთი, ოდეს გიყვარს მოყვასი შენი, ღმერთს შენ ვერ იხილავ, ხოლო მოყვასი შენი ყოველთვის შენს წინაშე არს, ვითარცა ხატი და მსგავსება ღვთისა. ესოდენი კავშირი არს ღვთისა და მოყვასის სიყვარულს შორის, რომელ ერთი მეორესგან არ განიყოფება. უმეტეს ყოვლისა მაშინ გამოჩნდება, რომ გიყვარს

უკეთუ შენ მარადის ებრძვი ცოდვასა და ვნებასა, უკეთუ გრძნობ, რომ ცოდვა ხშირად წარგიტაცებს, გარნა ცდილობ, რომ მოიქცე და მადლი აღასრულო, ერთი სიტყვით ცდილობ, რომ შენს გულში მადლმან და ჭეშმარიტებამან სძლიოს სიცრუესა და უწმიდურებასა, მაშინ შეიძლება კაცმან სთქვას, რომ შენ გიყვარს ღმერთი. უკეთუ შენ მარადის ებრძვი ცოდვასა და ვნებასა

ღმერთი არს უმაღლესი სიკეთე, უმაღლესი სიწმიდე და უმაღლესი ჭეშმარიტება; მაშასდამე, როდესაც კაცსა აქვს გულში სურვილი ად მისწრაფება ამ სამთა თვისებათადმი, მას აქვს სიყვარული ღვთისა. ღმერთი არს უმაღლესი სიკეთე, სიწმიდე და

სიყვარული ღვთისა, ძმაო ჩემო, არის სიყვარული ყოვლისა მის, რაიცა არს ანუ კაცში, ანუ კაცის გარეშე კეთილი, წმიდა, ჭეშმარიტი. ღმერთი უყვარს მას, რომელსაცა უყვარს ყოველი, რაიცა არს კეთილი, რაიცა არს ჭეშმარიტი, რაიცა არს წმიდა; მაშასადამე, სძულს და უკუნექცევა ყოველსავე, რაიცა არს ბოროტი, ცრუ და არა წმიდა. სიყვარული ღვთისა, ძმაო ჩემო, არის ყოვლისა

ახლაც შეიძლება, ძმანო ჩემნო, პატივისცემის და სიყვარულის განცხადება მისდამი (ქრისტესადმი), თუმცა იგი ხილულად არ არის ჩვენ შორის, გარნა ნაცვლად ნელსაცხებელისა, საიდუმლოითა ცრემლთა თვალისა შენისათა დაბანე ფერხნი უხრწნელისა ხატისა მისისა, ნაცვლად ხმისა პირისა შენისათა გულსა შინა შენსა საიდუმლოდ უღაღადებდე მას: „ოსანნა, კურთხეულ არს მომავალი მეუფე ჩვენი“. მხურვალითა გულითა და გრძნობითა მიეგებებოდე მაცხოვარსა მიმავალსა იერუსალიმად და თანაუვიდოდე მას განუშორებლივ გრძნობითა შენითა, ვიდრე გოლგოთამდე. ახლაც შეიძლება, ძმანო ჩემნო, პატივისცემის და

აწცა ეძიებს, ძმანო, მაცხოვარი ჩვენ შორის ერთგულთა თვისთა მეგობართა, მსასოებელთა და მოყვარეთა. ახლაცა სანუგეშოთ ეჩვენება მას, ოდეს ხედავს გულსა შინა ჩვენსა ისრეთსა მხურვალესა სიყვარულსა, ვითარცა ლაზარესა და დისა მისისასა. აწცა ეძიებს, ძმანო, მაცხოვარი ჩვენ შორის

როგორ ვიცხოვროთ ქვეყანაზე, მეტყვის ვინმე, თუკი არაფერი ქვეყნიური არ მიყვარს და არაფერზე ვზრუნავ? არა, ძმაო, ღმერთმა არ აგვიკრძალა ზრუნვა და შეძენა ყოვლისა, რაიცა არს შენთვის სახმარი. ქვეყანა ღმერთმა შენთვის შექმნა. ყოველივე, რასაც ხედავ, შენია, გარნა შენ კი ქრისტესი ხარ. ვითარცა იტყვის მოციქული: „ყოველივე თქვენი არს, ხოლო თქვენ ქრისტესნი და ქრისტე ღვთისა“ (I კორინ. 3.22); ყოველივე იხმარე, ყოვლითავე ინუგეშე, გარნა სიყვარული ღვთისათვის შეინახე როგორ ვიცხოვროთ ქვეყანაზე, მეტყვის ვინმე

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2