ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
რას მიაწერთ მწიფე ნაყოფს, ხეებს რომ ამშვენებენ? არა ტოტებს, რომლებზეც ისინი ასხია, არამედ ფესვს, საიდანაც ისინი აღმოცენდნენ. იგივე შეიძლება ითქვას თქვენს კეთილ საქმეებზეც. განა თქვენს გულებში არ მოქმედებს ღმერთი, რომელმაც გიბოძათ ... იხილეთ სრულად
თავს ნუ აღიმაღლებ რწმენითა და საკუთარი სიწმიდით, არამედ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შიში გქონდეს.
თუ ჩვენ, მოციქულის მსგავსად, აღტაცებულნი ვიქნებით "მესამე ცამდე" (2 კორ. 12, 2), კიდევ უფრო მეტად უნდა გვეშინოდეს ამბოხებულ ანგელოზთან ერთად ღრმა უფსკრულში ჩავარდნისა.
გიხაროდეს ქველმოქმედება, როდესაც კეთილად იქცევი, მაგრამ მისით თავს ნუ აღიმაღლებ, რათა მყუდრო სავანეში არ დამარცხდე.
თავმდაბლობა სათნოებათა მარილია, როგორც მარილი აძლევს გემოს საკვებს, ასევე თავმდაბლობა ანიჭებს სათნოებებს სრულყოფილებას. მარილის გარეშე საკვები ადვილად ფუჭდება, ასევე თავმდაბლობის გარეშე სათნოება ადვილად დნება ამპარტავნებით, პატივმ... იხილეთ სრულად
რა არის მთელი ჩვენი ქველმოქმედებანი თავმდაბლობის გარეშე? სხვა არაფერი, თუ არა მტვერი, რომელიც ამპარტავნების პირველივე დაბერვაზე გაიფანტება.
თუ ლოცვასა და ღვაწლს თავმდაბლობით აღასრულებ, როგორც უღირსი, ისინი ღვთისთვის სათნო იქნება; ხოლო თუ გაიხსენებ სხვას - მიძინებულსა და ჯერ კიდევ დაუბადებელს და გულს გაიამპარტავნებ, ამაო იქნება შენი შრომა.
ამპარტავნება მადლს ვერ მიიღებს, რადგან საკუთარი თავითაა აღვსილი; თავმდაბლობას მადლის მიღება ძალუძს, რადგან უგულებელყოფილია როგორც საკუთარი თავისაგან, ასევე - ყოველგვარი ქმნილებისაგან.
თავმდაბლობას სხვებისთვისაც შეუძლია თავმდაბლობის სწავლება; ამპარტავნებით კი ამპარტავანს თავმდაბლად ვერ გახდი.
მოყვასისათვის მოწყალების გაღებისას მოიშორე პატივმოყვარეობა და ამპარტავანი ფიქრები. შენ ღატაკებს ეხმარები. ეს, უდავოდ, ბრწყინვალე გამოვლინებაა შენი მოყვასისადმი სიყვარულისა; რა უნდა აქ პატივმოყვარეობას? შენ ღარიბებს ეხმარები, მაგრა... იხილეთ სრულად