ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
საშიშია, შებრალების ღირსია მდგომარეობა ქრისტიანისა, რომელსაც ლოცვა არ შეუძლია. ბედნიერებაში იგი ქედმაღალი და ამპარტავანია, უბედურობაში კი - სულმოკლე და მოწუწუნე; გზააბნეულობისას დამმოძღვრელი არ ჰყავს, სისუსტის ჟამს - დასაყრდენი, გ... იხილეთ სრულად
თუ გაქვს ოქრო და ვერცხლი, ნუ აღიმაღლებ თავსა შენსა და ნუ გამედიდურდები, არამედ ყოველთა გზათა შენთა ხვიდოდე სიბრძნით.
ნეტარია ის, ვისაც მარადის თვალთა წინაშე აქვს ამქვეყნიდან თავისი განსვლის მომავალი დღე და ვისაც მანამდე მოუძაგია ამპარტავნება, სანამ ჩვენი ბუნებითი სიკნინე საფლავში გახრწნით გაცხადდებოდეს.
შენთვის დაიმდაბლა ღმერთმა თავი; შენ კი საკუთარი თავისთვისაც არ მდაბლდები, არამედ თავს აღიმაღლებ და ამპარტავნობ.
თუ ძე ღვთისამ დაიმდაბლა თავი, ჩვენც უნდა დავიმდაბლოთ თავი, ჩვენც უნდა დავიმციროთ თავი, მით უმეტეს, რომ იგი ჩვენი ამპარტავნების გამო დამდაბლდა.
ჩვენი ამპარტავნება, ჩვენი ამპარტავნული აზროვნება, თუ მყისვე არ დავიწყებთ მის მოშთობასა და დათრგუნვას, როგორც ხატზე მთავარანგელოზი მიქაელი თრგუნავს გველს - სატანას (მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის გამოთქმა), უსათუოდ მოახერხებს, და... იხილეთ სრულად
თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი, ვინც თავს ღვთისათვის მგლოვიარედ მიიჩნევენ, მრისხანებასა და ამპარტავნებაში არიან, მათი ცრემლი ცდომილებად უნდა ჩავთვალოთ: რამეთუ რაი ზიარება არს ნათლისა ბნელისა მიმართ? (კორ. 6,14).
ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს? შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს. რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს. ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით ა... იხილეთ სრულად
თუ მონაზონი ამპარტავნულად ადარებს თავის თავს ერისკაცს, მაშინ ის დაეცემა და გახდება ერისკაცი. ხოლო თუ სიმდაბლით მოიხმობს ღვთის შეწევნას, იღვწის და ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი წმინდა და კარგია, მაშინ ის ბაძავს წმინდანებს.
ნუ გაგიკვირდება, თუ აღსარების შემდეგაც გრძელდება ბრძოლა, რადგან სიძვის ვნების დამარცხება უადვილესია, ვიდრე – ამპარტავნების.