ღვთის ხსოვნა არა მხოლოდ არ აბრკოლებს ჩვენს მეცადინეობას, პირიქით, მათ სასიამოვნოს ხდის. როცა კეთილ მეგობართან ერთად ვიმყოფებით, მისი თანდასწრებითაც ვაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც მის გარეშე ვაკეთებდით, და კიდევ უფრო მეტი ხალისითა ...
იხილეთ სრულად
ღვთის ხსოვნა არა მხოლოდ არ აბრკოლებს ჩვენს მეცადინეობას, პირიქით, მათ სასიამოვნოს ხდის. როცა კეთილ მეგობართან ერთად ვიმყოფებით, მისი თანდასწრებითაც ვაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც მის გარეშე ვაკეთებდით, და კიდევ უფრო მეტი ხალისითა და წარმატებითაც კი. განსაკუთრებით მაშინ, როცა მას შეუძლია, თავისი რჩევებით დაგვეხმაროს, მოიწონოს ეს საქმე და ჩვენთან ერთად იშრომოს კიდეც, თუკი დაგვჭირდება.
თუ უფალს ყოველთვის ვუჭვრეტთ გონებით, თუკი მუდმივად გვემახსოვრება იგი, მაშინ ჩვენთვის ყველაფერი ადვილი, ყველაფერი მოსათმენი გახდება, ყოველივეს თავისუფლად ავიტანთ და ყველაფერზე ავმაღლდებით.
ღვთის წინაშე სვლა, ანუ ხშირი, შეძლებისდაგვარად მუდმივი ხსოვნა უფლისა, არა მხოლოდ არ გააძნელებს ყოფითი საქმეების წინსვლას, არამედ კიდევ უფრო გააადვილებს მათ დაგვირგვინებას უმეტესი წარმატებით, ვინაიდან თუ ღმერთს გონებით მიუახლოვდება...
იხილეთ სრულად
ღვთის წინაშე სვლა, ანუ ხშირი, შეძლებისდაგვარად მუდმივი ხსოვნა უფლისა, არა მხოლოდ არ გააძნელებს ყოფითი საქმეების წინსვლას, არამედ კიდევ უფრო გააადვილებს მათ დაგვირგვინებას უმეტესი წარმატებით, ვინაიდან თუ ღმერთს გონებით მიუახლოვდება, ადამიანი შედის უახლოეს, შეიძლება ითქვას, მეგობრულ ურთიერთობაში მასთან და ღმერთში ყოვლადძლიერ შემწეს ჰპოვებს.