ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მტკიცედ უნდა იყო დარწმუნებული, რომ მზეზე უსაზღვროდ ბრწყინვალე უფლის თვალები განუხრელად უმზერენ თავის შვილებს და მათ ვერაფერი დაემალება
უფალი მაშინ გვიახლოვდება, როცა თავად ვუახლოვდებით მას. "ვინ ისმინოს ხმისა ჩემისა" ამბობს იგი, "შევალ მასთან" (აპოკ. 3,20)
თუკი კეთილ ადამიანთან ახლოს ვერ იქნება ის, ვინც მისგან თავისი ზნეობრივი პრინციპებით განსხვავდება, მით უფრო ვერ იქნება ახლოს იგი უფალთან
ღმერთთან ახლოს ან შორს ყოფნა თავად ადამიანზეა დამოკიდებული, ვინაიდან უფალი ყველგან არის
ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად შორს ვიქნებით ღმერთთან, ის კი ყოველთვის ახლოა ჩვენთან
ო, სულო ჩემო! უფალი ყოველთვის შენთანაა, შენ კი ისე ცხოვრობ, თითქოს ის მეტისმეტად შორს იყოს შენგან
უფალი ყოველთვის ახლოსაა ადამიანთან, ვინაიდან ის ყველგანაა, ადამიანი კი ყოველთვის არაა მასთან ახლოს - თავისი შეზღუდული ბუნების, უყურადღებობისა და დაბნეულობის გამო