წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
წინად სთქვა, და კიდეც დაამტკიცა წმიდამან პავლემ, რომელ სჯულის საშუალებით, ანუ საქმეთაგან სჯულისათა შესაძლებელი არ არის სცხონდეს კაცი. ამისთვის, რომ არავის არ შეუძლიან მრთელი სჯული აღასრულოს, ესე იგი უცოდველად იცხოვროს. ახლა იმას ამტკიცებს, რომ ცხონება უადვილესად და ყოველი კაცის შესაძლებელად შეიქმნა ქრისტე იესოს სარწმუნოების საშუალებით. ნუ იტყვი შენს გულში, ესე იგი, ნუ იფიქრებ გულში, რომ ძნელი რაიმე იყოს იესო ქრისტეს სარწმუნოება, ანუ მისი სარწმუნოებით გამართლება. იესო ქრისტეს სარწმუნოება ადვილი არის, წინააღმდეგ სჯულის შესრულებისა, რომელიც შესაძლებელი არ არის. რა იქნება იმაზედ უადვილესი, რომ პირითა შენითა აღიარო და გულითა გწამდეს იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომილი და მით სცხონდე. გულითადი სარწმუნოება გაგვამართლებს, პირითა აღსარება (აღიარება) გვაცხოვნებს. ამ სახით გაგვიადვილა უფალმან იესო ქრისტემან ცხონება.
თემა: რჯულის კანონებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ნეტავი თქვენცა შემძლებელ იყვნეთ და კითხულობდეთ წიგნებსა იოანე ოქროპირისასა. რა სახით დაგიტკბებოდათ გული მისის დარიგებითა. მის სიტყვებს ისრეთი მოქმედება აქვს ჩვენს გულზედ, რომელ როდესაც ავიღებთ მის წიგნს და ვკითხულობთ, მაშინ ყოველი სოფლიური მწუხარება და ამაოება დაგვავიწყდება, ცხოვრების ტვირთი შეგვიმსუბუქდება.
რაი არს საღმრთო შური? საღმრთო შური არს დიდი და მომეტებული ღვთის ერთგულება. ვისაც ამისთანა შური აქვს, იმას ფრიად ჰსურს, რომ ყოველი კაცი ღმერთს ადიდებდეს და ძლიერ ეწყინება, როდესაც ჰნახავს ვისმეს თავის წინააღმდეგს. ესრეთი საღმრთო შური დიაღ პატიოსანი და მოსაწონი თვისება არის, გარნა მაშინ, როდესაც ის არის მეცნიერებით, ესე იგი ჭკუით, გონიერად.
ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! საღმრთო ლიტურღიის, ანუ წირვის აღსრულებასა შინა, უმთავრესთა წესთაგანი არის წაკითხვა სახარებისა და სამოციქულოისა. მაშასადამე, ვისაც ჰსურს ჯეროვნად და სასარგებლოდ მოსმენა წირვისა და მიღება მადლისა, მან ყოველთვის საკუთარი ყურადღება უნდა მიაქციოს რიგის სამოციქულოსა და სახარებასა ზედა და ეცადოს, რომ კარგად გაიგოს აზრი და დარიგება, რომელნიც არიან მათ შინა.
თემა: სახარების კითხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
კაცის გული და სული ხშირად ისე შეყრობილი არის რომლითამე ცოდვითა, ისე დამონებული არის რომლისამე ვნებისაგან, რომელ მისი ჭკუა და გონება ვეღარ მოქმედებს ჯეროვნად, თავისუფლება სრულიად აღარა აქვს, ვეღარ გაარჩევს კეთილსა და ბოროტსა. თუ ჭკუა გაქვს, დაფიქრება იცი, მრავალს ჰნახავ საბუთებს და ნიშნებს, რა სახით ცოდვა დასცემს, დაამახინჯებს კაცს. მაშასადამე, არა დაემონო ცოდვას, დაიფარე შენი თავი ცოდვის მძლავრებისაგან, იყავ მონა ღვთისა და არა ცოდვისა.
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
საღმრთო წერილი გავსწავლის, რომ ვისაც ღმერთმა მეტი მისცა, მეტსაც მოსთხოვს. იმის ფიქრი, რომ მე ვინა ვარ, რა ნაყოფი შემიძლია მივართვა ღმერთსო, მცდარია. თუ შენს საქმეს კარგად და გულმოდგინედ ასრულებ, თუ ოჯახს ინახავ, გადასახადსა და სამსახურს, ვისიც და რაც გმართებს იხდი, არავის აწუხებ და რაც შეგიძლია, გაჭირვებულსაც ხელს მოუწყობ, ესეც კარგი ნაყოფი იქნება.
ნაყოფი კაცისა არის ყველა კეთილი, მართალი და პატიოსანი საქმე, რომელსაც იგი ამქვეყანაში აღასრულებს. ქრისტიანისათვის ეს უპირველესად ქრისტეს მცნებათა აღსრულებაა. ისევე, როგორც ხეხილთა შორის არსი განსხვავება, ზოგი მათგანი უფრო ძვირფასსა და ტკბილ ნაყოფს გამოიღებს, ზოგიც კიდევ უბრალოსა და დაბალს, ასევე ქრისტიანთა შორისაც, ზოგმა დიდი ნაყოფი უნდა გამოიღოს, ზოგმაც მცირე, მაგრამ უნაყოფო კი არცერთი მათგანი არ უნდა დარჩეს.
ღმერთმან, შეჰქმნა რა კაცი, შეამკო იგი ორითა უმაღლესითა ნიჭითა: პირველი ნიჭი კაცისა არის ჭკუა, ანუ გონება, რომლითა იგი იცნობს ღმერთსა, ბუნებასა და თავის თავსა და ჰმართავს თვისსა ცხოვრებასა და თვისთა საქმეთა; მეორე ნიჭი კაცისა არის თავისუფლება, რომლითა მას შეუძლიან განრჩევა ბოროტისა და კეთილისა და შეყვარება ერთისა ანუ მეორისა. ორითა ამით ნიჭითა კაცი დაემსგავსება ღვთაებასა. გარნა, ცოდვა ორთავე ამათ ნიჭთა ესოდენ განჰხრწნის და წაახდენს, რომელ კაცი ხშირად დაემსგავსება პირუტყვთა უწმინდურთა.
თემა: ადამიანიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
თუ მართლა გსურს შენ, ძმაო ჩემო, იყო ჭეშმარიტი ქრისტიანე, ესე იგი თავმდაბალი კაცი, ერთ რჩევას მოგცემ მე, და თუ დამიჯერებ და კარგად აასრულებ, უთუოდ შეგეძინება ღვთისაგან მადლი სიმდაბლისა. ყოველ დღე, დილით და საღამოს, ყოველი შენი ლოცვა გაათავე ამ სიტყვებით: „გლახაკ, დავრდომილ ვარი მე. ღმერთო შემეწიე მე“. იცით, ვინ ლოცულობდა ასე? მეფე, წინასწარმეტყველი, ღვთის სულით სავსე დავით. თუ იგი ასე თავმდაბალი იყო, ასე ლოცულობდა, შენ ვინ ხარ, საბრალოვ! შენ უფრო ხშირად, ყოველს წამს უნდა განიმეორო ეს ლოცვა.
თემა: თავმდაბლობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
რა საშუალებით უნდა შეიძინოს კაცმა ქრისტიანული, ღრმა სიმდაბლე? წმიდანი მამანი, გამოცდილნი ყოველთა სათნოებათა შინა და უმეტესდ სიმდაბლესა შინა, გვასწავლიან, რომ პირველი საშუალება შეძინებად სიმდაბლისა არის ხშირად დაფიქრება, მარადის წარმოდგენა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მისთა თვისებათა. თვით იგი, უფალი გვიხმობს ჩვენ: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“. თუ ძე ღვთისა ზეცით გარდამოხდა, ხატი მონისა მიიღო, მოითმინა ქვეყანაზე ყოველგვარი მწუხარება და დამდაბლება, განკიცხვა, ნერწყვი, გვემა–ჯვარცმა, სიკვდილი, ჩვენ კი – მიწა და ნაცარი, როგორ არ უნდა ვიყოთ მდაბალნი, რით უნდა ვიყოთ ამპარტავანნი?
თემა: თავმდაბლობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი