ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ცოდვამ ადამიანი ნეტარ ცხოვრებას მოსწყვიტა და მისი მიწიერი ცხოვრება დევნულებად აქცია. ქრისტე ქვეყნიერების მაცხოვარი უღებს კარს მის ყველა მიმდევარს და ეკლესია, რომელიც მისი მეუფების მშვენიერებას გვაჩვენებს, ჩვენს ცხოვრებას ზეციური მ... იხილეთ სრულად
ცოდვა თავისი ბუნებით ღმერთის დანახვის საშუალებას გვართმევს, უფალი კი საკუთარი სიწმიდითა და სისუფთავით არ განეცხადება უწმინდურ მზერას, ვიდრე იგი არ განიწმინდება, რამეთუ ნათქვამია: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხი... იხილეთ სრულად
ცოდვა თავისთავად სასჯელია (იერ. 2, 19; რომ. 2, 9), ისევე როგორც სათნოება თავისთავად ჯილდოა.
ცოდვა - ეს არის საღვთო რჯულის დარღვევა, რომელიც გაცხადდა ადამიანთათვის მარადიული ცხოვრების მისაღწევად. ამიტომაც რაც ხალხს მოსაწონი ჰგონია, ღვთის წინაშე სისაძაგლეა.
ცოდვა დამწველი ცეცხლია. რაოდენობრივად შემცირების შემდეგ იგი ქრება, მომატებისას კი უფრო აალდება.
ცოდვა და ბოროტება უფლისგან არ წარმოშობილა, უფალში არ იყვნენ, ისინი თავდაპირველნი არ ყოფილან და არ გააჩნიათ რაიმე არსი.
ჩვენმა პირველმშობლებმა ცოდვით გაიჭუჭყიანეს და შებილწეს გული. მან დაკარგა პირვანდელი სიწმინდე და უბიწოება, ღმერთის სიყვარულის გრძნობა ღმრთისადმი შიშის გრძნობამ განდევნა (შესაქმ. 3, 8); გული უგუნურ მისწრაფებებსა და ვნებიან სურვილებს... იხილეთ სრულად
ჩვენ განუწყვეტლივ უნდა ვებრძოლოთ ცოდვას. უმჯობესია ბევრი ცოდვა გვქონდეს და თავმდაბალნი ვიყოთ, ვიდრე ცოდვათა მცირერიცხოვნებით ვიამაყოთ.