რაც კი სიკეთე აქვს, თავის თავს, თავის მონდომებასა და შრომას, თავის გონებას მიაწერს, და არა ღმერთს. ჰოი კაცო! შენი თავისაგან რა გაგაჩნია, როცა დედის მუცლიდან შიშველი გამოხვედი? რა გვექნება, თუკი ღმერთი არ მოგვცემს, წყარო ყოველივე კ...
იხილეთ სრულად
რაც კი სიკეთე აქვს, თავის თავს, თავის მონდომებასა და შრომას, თავის გონებას მიაწერს, და არა ღმერთს. ჰოი კაცო! შენი თავისაგან რა გაგაჩნია, როცა დედის მუცლიდან შიშველი გამოხვედი? რა გვექნება, თუკი ღმერთი არ მოგვცემს, წყარო ყოველივე კეთილისა? რა შეუძლია შენს მონდომებასა და შრომას იმის დაუხმარებლად, რომელსაც ერთადერთს ძალუძს ყოველივე და რომლის გარეშე ყოველი კაცი არარაობაა, როგორც აჩრდილი სხეულის გარეშე.
რა სარგებლობა მოგვიტანა ჩვენ ამპარტავნობამ? და სიმდიდრით ქადილმა რა შეგვმატა?
წარხდა ეს ყოველივე, როგორც ჩრდილი და როგორც ხმა, დარხეული და მიმწყდარი.
როგორც ქრება მღელვარე წყალზე მომავალი ხომალდის კვალი, როგორც ტალღებში მისი ძირი...
იხილეთ სრულად
რა სარგებლობა მოგვიტანა ჩვენ ამპარტავნობამ? და სიმდიდრით ქადილმა რა შეგვმატა?
წარხდა ეს ყოველივე, როგორც ჩრდილი და როგორც ხმა, დარხეული და მიმწყდარი.
როგორც ქრება მღელვარე წყალზე მომავალი ხომალდის კვალი, როგორც ტალღებში მისი ძირისგან გავლებული ბილიკი,
ან როგორც ცაში აფრენილი ჩიტისგან არ რჩება ნაკვალევი, გარდა ფრთანაცემი და სტვენით გაკვეთილი ნაზი ჰაერისა,
ან როგორც მიზნისკენ გატყორცნილი ისრით გაბასრული ჰაერი მყისვე შეიკვრის და ისრის კვალი წაიშლებ...
პირველი ცოდვა, რომელმაც ჩვენი პირველმამა დააზიანა და თაობიდან თაობას გადაეცემა სულ უფრო მზარდი ძალით – ამპარტავნების ცოდვაა. ეს ის უცვლელად მაღალი შეფასებაა, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავს აძლევს, თუნდაც თავისი გულის სიღრმეში. მას...
იხილეთ სრულად
პირველი ცოდვა, რომელმაც ჩვენი პირველმამა დააზიანა და თაობიდან თაობას გადაეცემა სულ უფრო მზარდი ძალით – ამპარტავნების ცოდვაა. ეს ის უცვლელად მაღალი შეფასებაა, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავს აძლევს, თუნდაც თავისი გულის სიღრმეში. მას შეუძლია ითამაშოს თავმდაბლობა, შეუძლია თავმდაბლურად ილაპარაკოს, მაგრამ თუ გულის სიღრმეში თავს ნამდვილად არ დაიმდაბლებს, თავმდაბლობის ნიღბიან ამპარტავნად დარჩება.
ვინ არის ჩემნაირი! – რომელ სულს არ უგრძვნია თავის თავში ამგვარი მოძრაობა? მარტო იმათ კი არა, ვინც მაღალი სრულყოფილებით არიან დაჯილდოვებულნი ბუნებისაგან, ანდა ვინც თავიანთი შრომით მოასწრო გაეკეთებინა რაღაც მნიშვნელოვანი და სასარგებ...
იხილეთ სრულად
ვინ არის ჩემნაირი! – რომელ სულს არ უგრძვნია თავის თავში ამგვარი მოძრაობა? მარტო იმათ კი არა, ვინც მაღალი სრულყოფილებით არიან დაჯილდოვებულნი ბუნებისაგან, ანდა ვინც თავიანთი შრომით მოასწრო გაეკეთებინა რაღაც მნიშვნელოვანი და სასარგებლო საზოგადოებისათვის, თვითგანდიდება ყველა ასაკში, ყველა წოდებისა და მდგომარეობის ადამიანში იჩენს თავს; თვალყურს ადევნებს ადამიანს განვითარების ყველა გონებრივი და ზნეობრივი ხარისხების სრულყოფით; იგი არ ემორჩილება არანაირ ...
ენით აღუწერელია ის სულიერი სიცარიელე, რაც ადამიანში ამპარტავნების გამო ისადგურებს. აი, დაუფიქრდი: ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი სამყაროშია, ცოდვაა, ყველაზე დიდი სიკეთე კი – ღვთაებრივი მადლი. სიამაყე კი – ყოველგვარი ცოდვის ფესვია, ...
იხილეთ სრულად
ენით აღუწერელია ის სულიერი სიცარიელე, რაც ადამიანში ამპარტავნების გამო ისადგურებს. აი, დაუფიქრდი: ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი სამყაროშია, ცოდვაა, ყველაზე დიდი სიკეთე კი – ღვთაებრივი მადლი. სიამაყე კი – ყოველგვარი ცოდვის ფესვია, იგი ღვთის მადლს უპირისპირდება და უდიდეს ბოროტებას გვაყენებს. იგი მომაკვდინებელ ცოდვათა შორის ყველაზე უარესია, ვინაიდან ადამიანს ნებისმიერი ცოდვისაკენ ადვილად უბიძგებს. როგორც გველი, თუკი შეძლებს სოროდან თავის გამოყოფას, ...
დიახ, ამპარტავნება ბრმაა, საკუთარი თავის შეცნობა არ ძალუძს. იგი ეშმაკის ნაშიერია. მისგან იშვება: მრისხანება, ცილისწამება, განძვინება, პირფერობა, სიძულვილი, წინააღდგომა სიტყვით და დაუმორჩილებლობა. ის მტკიცედ იცავს საკუთარ შეხედულებ...
იხილეთ სრულად
დიახ, ამპარტავნება ბრმაა, საკუთარი თავის შეცნობა არ ძალუძს. იგი ეშმაკის ნაშიერია. მისგან იშვება: მრისხანება, ცილისწამება, განძვინება, პირფერობა, სიძულვილი, წინააღდგომა სიტყვით და დაუმორჩილებლობა. ის მტკიცედ იცავს საკუთარ შეხედულებას, ძნელად მორჩილებს სხვას, არ იღებს შენიშვნას, ხოლო თვითონ აძლევს სხვებს შენიშვნებს, დაუფიქრებლად ლაპარაკობს, არა აქვს მოთმინება, სიყვარული, კადნიერად შეურაცხყოფს სხვას, ისწრაფვის ძალაუფლების მოსაპოვებლად. ამპარტავანთ ღ...