წმ. ტიხონ ზადონელი

უსაძაგლესი ცოდვაა ამპარტავნება, მაგრამ მცირედნი შეიცნობენ, რამეთუ დაფარულია და გულის სიღრმეში

უსაძაგლესი ცოდვაა ამპარტავნება, მაგრამ მცირედნი შეიცნობენ, რამეთუ დაფარულია და გულის სიღრმეში იმყოფება. ამპარტავნების საწყისი საკუთარი თავის არცოდნაა. ეს უმეცრება აბრმავებს კაცს და ისიც ამაყობს. ოჰ! რომ შეეცნო ადამიანს თავი თვისი, საკუთარი უბედურება, სიგლახაკე და უბადრუკება, – არასოდეს იამაყებდა. მაგრამ იმითაა კაცი უფრო მეტად უბადრუკი, რომ ვერ ხედავს და ვერ შეიცნობს თავის უბედურებასა და უბადრუკებას. ისევე როგორც ხე ნაყოფთაგან, ამპარტავნება საქმეთაგან შეიცნობა.
 
თემატური კითხვები
0