ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
ამპარტავნობას დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან კი სიბრძნეა. თ. 10-11
ამპარტავნების გამო სნეული ვართ ცნობისმოყვარეობით, სიახლეებისადმი ლტოლვით, თვალთმაქცობით, სიჯიუტით, კამათისა და ჩხუბის სიყვარულით, ურჩობით, შურით, ეჭვიანობით, ბოროტმეტყველებით, უმადურობით.
ამპარტავნება – უგუნური ვნებაა, რომელიც თუ ადამიანს დაეუფლება, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად უკეთესია, ვიდრე – სინამდვილეში და რომ სხვები მასზე სწორედ იმას ფიქრობენ, რაც თავად ჰგონია. ამიტომაც, ამაყი ადამიანი საკუთარი თავის... იხილეთ სრულად
ამპარტავნება უარყოფაა ღმრთისა და მეგობრობაა ეშმაკებთან, შეურაცხმყოფელია კაცთა და დედაა განკითხვისა; ქებათაგანაა შობილი, სულის უნაყოფობის ნიშანია, ღმრთის შეწევნის განმაშორებელია, შეშლილობის წინამორბედია, ეშმაკეულობისა და დაცემების ... იხილეთ სრულად
ამპარტავნებას მოსპობს ცრემლით ლოცვა–ვედრება, არავისთვის მიყენება შეურაცხყოფისა და უნებლიეთ მოსული განსაცდელნი.
ამპარტავნება მაღალი და გამხმარი ხის მსგავსია, რომელსაც ადვილად ემტვრევა ტოტი, და თუკი ვინმე ავა მასზე უმალ ქვე დაენარცხება.
ამპარტავნება ისეთი დახელოვნებული მხატვარია, რომ ყოველ მხრივ შენს უშვერებას სადღაც ისე წარიპარავს. ხსოვნადაც არა გაუფლებს და ამ დროს შენს სურათს ისეთი შვენიერებით დახატავს, რომ შენ თავმოწონებას ფრთებს შეასხამს. ისეთი საუცხოვო მხატვ... იხილეთ სრულად
ამპარტავნება დედაა ყოველგვარი მანკიერებისა. ამის გამო ანგელოზი ეშმაკად შეირაცხა, რამეთუ ოდესღაც ისიც განშორებული იყო ამ ცოდვისაგან.
ამპარტავანი, მედიდური, ზნეწამხდარი მისი სახელია, ვინც მედიდური მძვინვარებით იქცევა.
თ. 21-22