განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
სიმდაბლეს უდიდესი ძალა აქვს. სიმდაბლეს ეშმაკის ფერფლად ქცევა შეუძლია. სადაც სიმდაბლეა, ეშმაკი იქ ადგილს ვერ პოულობს. და თუ ეშმაკს ადგილი არა აქვს სადმე, იქ არც განსაცდელია.
სიმდაბლე კაცის ცნობიერებისათვის ის არის, რაც ფესვი მცენარისათვის. თუ მცენარეს მთელი და მაგარი ფესვი აქვს, მისი რტოები მრავალგზის რომ მოჰკაფონ, ახალ რტოებს მაინც გამოიღებს. მსგავსადვე, თუ კაცს სულში მტკიცე სიმდაბლე აქვს, რაგინდ მრა... იხილეთ სრულად
ნუ დასცინებ და ნუ განიკითხავ განსაცდელში დაცემულს, არამედ, ხშირად ილოცე, რათა თვითონ არ ჩავარდე განსაცდელში.
როგორც კი იგრძნობთ, რომ თქვენი მაცდუნებელი განსაცდელი შემოგეპარათ, მეყსეულად აიღეთ მაგალითი პატარა ბავშვებისგან: მტაცებელი ცხოველის დანახვაზე შიშისგან სწრაფად გარბიან ისინი მამის ან დედის მკლავებისკენ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მა... იხილეთ სრულად
ზრახვებით მოწევნული განსაცდელის ჟამს მტკიცედ და ოხვრით ილოცე: - "უფალო შემიწყალე!", - "უფალო, ნუ დამტოვებ", "ღმერთო შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე" (ფს. 69, 1). და ამის მსგავსად და ზრახვები ვერ დაგჯაბნიან.
ამბა პამბოს ძმამ შესჩივლა, რომ ზრახვებთან სულიერი ბრძოლა ჰქონდა. ბერმა, სხვათა შორის, უთხრა მას: "ნუ გაგიკვირდება ის, რაც გემართება. ხედავ, როგორი მოხუციც ვარ; სამოცდაათი წელია ამ სენაკში ვცხოვრობ და საკუთარი სულის ცხონებისათვის ვ... იხილეთ სრულად
ცოდვის მოსაძულებლად ხშირად იფიქრე (განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც განსაცდელი გექნება) მის დამღუპველ შედეგებზე, იმ ზიანზე, რომელიც მან შეიძლება სამუდამოდ მოგაყენოს, თუ არ შეინანებ. ცოდვას მაშინ მოიძულებ, როდესაც განსჯი, რომ ეს დემ... იხილეთ სრულად
ერთხელ და სამუდამოდ უთხარი ცოდვას: "მე შენი მტერი ვარ" და ყოველი განსაცდელის წინ ყოველ მზაკვარ აზრს მიმართე: "მე შენი მტერი ვარ".