სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ვინც არ ცხოვრობს უზენაესის საფარველქვეშ, მისთვის არ მოიძებნება მშვიდობიანი და უსაფრთხო თავშესაფარი.
როგორც აბლაბუდაზე შემდგარი კაცი ეცემა და დაბლა ვარდება, ასევე ვარდება ის ადამიანიც, ვინც მხოლოდ საკუთარ ძალებს ეყრდნობა.
როგორც ლამპარი, რომელიც ბნელ ოთახშია დადგმული, ანათებს მას, ასევე ღვთის შიში, როცა ადამიანის გულში სახლდება, ანათებს მას და ასწავლის ყველა სათნოებასა და ღვთის მცნებას.
ღვთის წინაშე შიში არის სათავე და ფესვი ადამიანური კეთილზნეობისა; არა ის შიში, რომელიც გულიდან შიშის საგნისადმი სიყვარულს დევნის, არამედ შიში იმისა, რომ არ შეურაცხყო სიყვარულით აღსავსე უფალი - მისი მცნებების დარღვევით.
სადაც ღვთის შიშია, იქ სათნოებისაკენ აღსვლაა, ხოლო სადაც დაუდევრობა და უშიშარობაა, იქ უსჯულოებისაკენ მიქცევაა.
თუ ღვთის შიში არ გექნება და მხოლოდ ადამიანებისადმი შიშითა და ანგარიშის გაწევით იცხოვრებ, შეიძლება, მხოლოდ სხვების თვალში იყო კეთილი, სინამდვილეში კი სულაც არ იქნები ასეთი
ვიღაც ამბობდა საკუთარი თავის შესახებ: მე მეშინია ღმერთის და კიდევ მეშინია ისეთი ადამიანის, რომელსაც ღმერთის არ ეშინია.
ვისაც ყველაზე მეტად ღმერთის ეშინია, მას ამქვეყნად უკვე ვერაფერი შეაშინებს (ფს. 117, 6).