სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
გარნა ვინ გაბედავს და ვინ იტყვის წუთისოფელში, რომ იგი იყოს უცოდველი და ემსგავსებოდეს უფროსსა ძმასა? (იგულისხმება მაცხოვრის იგავი უძღებ შვილზე, შდრ. ლუკა 15. 11-32) ჩვენ ყოველნი ცოდივლნი ვართ, ძმანო ჩემნო, და უმეტესად ვემსგავსებით უმცროსსა მას ძესა; ვბაძვიდეთ მისსა მონანებასა და მოქცევასა. ამისთვისაცა ჰსთქვა მაცხოვარმან იგავი ესე, რათა განაღვიძოს გულთა შინა ჩვენთა მონანება, რათა მოვიძაგოთ ცოდვა და ვნება და ვისურვოთ სულითა მიქცევა მამისადმი ჩვენისა ზეციერისა, რომელი და მოგვცეს ჩვენ ღმერთმან. ამინ.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ხოლო უკეთუ გსურს შეიტყო, ძმაო ჩემო, რაი არს ჭეშმარიტი ლოცვა და მონანება, მიაქციე ყურადღბა ლოცვასა მეზვერისასა: „ხოლო მეზვერე იგი შორს ჰსდგა და არა იკადრებდა თვალთაცა ზე აღხილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ (ლუკა 18.13). მონანული მეზვერე, შემუსვრილი და შეწუხებული ვერ ჰბედავდა წინ დგომასა... იგი შორს სდგა... იგი ესრეთ იყო შეწუხებული თვისის საკუთარის გრძნობისაგან, რომელ თითქმის თავის თავი ეძაგებოდა მას. იგი ვერ ბედავდა ზე აღხილვად და გარემოს თვისსა მიხედვად: იგი მხოლოდ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა.
როდესაც წმინდა წინასწარმეტყველ ნათანმა დავითი ცოდვაში ამხილა, მონანულმა დავითმა მაშინვე შენდობა მიიღო. როდესაც ჩვენ ჭეშმარიტად ვინანიებთ ცოდვებს და ჩვენს უფალს, იესო ქისტეს მთელი გულით შენდობას ვთხოვთ, იგი ხარობს ჩვენით. დღესასწაულს აწესებს და მასზე მის ღვთიურ ძალებს გზავნის, თან დრაჰმას აჩვენებს, რომელიც ახლა მოიპოვა - ესე იგი თავის მეფურ სახესა და მსგავსებას. ზურგზე მოკიდებული გზააბნეული ცხვარი თავის მამასთან მიჰყავს, ყველა მოხარულთ, საცხოვრებელში დაამკვიდრებს უფალი და მათთან მონანულ სულთაც, რომელნიც არ განუდგნენ
რაი ვქნა, – მეტყვის ვინმე, – დიახ მსურს, რომ მეც ვიყო მოქალაქე ღვთის სასუფევლისა; ვინ არ ისურვებს ამას? გარნა ცოდვა და უძლურება ჩემი არ მიშვებენ მე: სოფელი და თვით ხორცნი ჩემნი მაყენებენ მე. ესე ყოველი უწყოდა მაცხოვარმან და ამისათვის სთქვა: შეინანეთ, მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. ერთი მხოლოდ არს პირობა, რომლითა კაცს შეუძლიან შევიდეს სასუფეველსა შინა ღვთისასა – მონანიება. კაცსა, რომელსა კვალადვე უყვარს ცოდვა, რომლისა გული აღვსებულ არს ბოროტითა მიდრეკილებითა, მხოლოდ მონანიებითა შეუძლიან შევიდეს სასუფეველსა შინა ღვთისასა. გარნა რაი არს მონანიება და როგორ უნდა მოინანიოს კაცმან. ამას გვასწავლის ჩვენ სახარებიდან მაგალითი ცოდვილის დედაკაცის მონანიებისა: ოდეს მაცხოვარი იყო სახლსა შინა სვიმონ ფარისევლისასა, დედაკაცი იგი, არა მიმხედველი მისა, რომ ცოდვა და სირვხვილი მისი ცხად იქმნებოდა ესოდენსა კრებასა შინა, დავარდა ფერხთა ქვეშე მაცოხვრისათა, ცრემლითა თვისითა დაბანა იგინი და თმითა თავისა თვისისათა წარხოცა. იგი არა იტყოდა არცა ერთსა სიტყვასა; მხოლოდ ოხვრა მისი და ცრემლნი ცხად ჰყოფდენ, თუ ვითარ დამძიმებულ იყო სინიდისი მისი, ვითარ რცხვენოდა მას ცოდვისა თვისისა, ვითარ სწუხდა იგი უღირსებისა გამო თვისისა და ვითარითა მდუღარითა გულითა და სასოებითა გამოითხოვდა იგი ღვთისაგან შენდობასა. ესრეთ უნდა მოინანო შენცა, ძმაო ჩემო; ესრეთ უნდა გრცხვენოდეს შენცა ცოდვისა შენისა; ესრეთ უნდა სწუხდე უღირსებისა შენისათვის, უკეთუ გსურს მოიგო სასუფეველი ცათა.
124. ჩვენი ყოველდღიური საქმეები უნდა ავწონოთ ყოველ საათს და ყურადღება მივაქციოთ მათ, ღამით კი უთუოდ ძალისამებრ შევამსუბუქოთ ისინი სინანულის მიერ, თუ, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ქრისტეს შეწევნით დავძლიოთ უკეთურება. ამასთან, გვმართებს განვჭვრიტოთ, ვასრულებთ თუ არა ყველა ჩვენს გრძნობად და ხილულ საქმეს მარტოოდენ ღვთის მიხედვით, ღვთის წინაშე და ღვთის გამო, რათა არ აღმოვჩნდეთ უგუნურად წარტაცებულნი გრძნობათა მიერ.
78. არავინაა იმგვარად კეთილი და მოწყალე, როგორც უფალი, მაგრამ შეუნანებელს არც ის შეუნდობს.
თემა: სინანულიავტორი: წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი)