მომაკვდინებელი ცოდვებია: მკრეხელობა (ერესი), განხეთქილება (სქიზმა), ღვთის გმობა, ღვთის უარყოფა, ჯადოქრობა, სასოწარკვეთილება, თვითმკვლელობა, სიძვა, ლოთობა, სიწმიდეთა ხელყოფა, კაცის კვლა, ქურდობა და უკაცური, მძვინვარე წყენა (ბოღმა)....
იხილეთ სრულად
მომაკვდინებელი ცოდვებია: მკრეხელობა (ერესი), განხეთქილება (სქიზმა), ღვთის გმობა, ღვთის უარყოფა, ჯადოქრობა, სასოწარკვეთილება, თვითმკვლელობა, სიძვა, ლოთობა, სიწმიდეთა ხელყოფა, კაცის კვლა, ქურდობა და უკაცური, მძვინვარე წყენა (ბოღმა). მომაკვდინებელი ცოდვა, ჩადენილი მართლმადიდებლის მიერ, რომელიც სათანადო მონანიებით არ განიკურნება, შემცოდებელს მარადიულ სატანჯველში ჩააგდებს.
მემრუშე, მეძავი ან ცოდვის მსახური, თუნდაც მალავდეს ამას, ცხოვრებაში შვებას ვერ იპოვის. მისი ძილი არაა ტკბილი, ჭამის დროს სიამოვნებას ვერ გრძნობს, იგი შიშებით ივსება, რომელთაგან გათავისუფლება მეგობრების მონახულებით და რაიმე სხვა სა...
იხილეთ სრულად
მემრუშე, მეძავი ან ცოდვის მსახური, თუნდაც მალავდეს ამას, ცხოვრებაში შვებას ვერ იპოვის. მისი ძილი არაა ტკბილი, ჭამის დროს სიამოვნებას ვერ გრძნობს, იგი შიშებით ივსება, რომელთაგან გათავისუფლება მეგობრების მონახულებით და რაიმე სხვა საშუალებებით შეუძლებელია.
იმდენად მაცთურია ცოდვის გზები, რომ იოლად შეუდგები, მაგრამ ძალზედ ძნელია, გაეყარო. აქ სინდისი მუდამ განშორებულია საქმეებს. სინდისი გქენჯნის, ვნება კი ახალ ხრიკებს იგონებს. ცოდვის გზაზე გამოჩნდება ხოლმე მაცთური კაციც და მაცთური ქალი...
იხილეთ სრულად
იმდენად მაცთურია ცოდვის გზები, რომ იოლად შეუდგები, მაგრამ ძალზედ ძნელია, გაეყარო. აქ სინდისი მუდამ განშორებულია საქმეებს. სინდისი გქენჯნის, ვნება კი ახალ ხრიკებს იგონებს. ცოდვის გზაზე გამოჩნდება ხოლმე მაცთური კაციც და მაცთური ქალიც. ამ გზიდან ადამიანი მხოლოდ ღვთის მადლს გამოჰყავს, მოუკლებელს, მკურნალსა და ღვთის სასუფეველის გზათა განმგებელს. ინთქმება რა ცოდვაში, როგორც ჭაობში, ადამიანი ხშირად იღუპება, მაგრამ უფალი ღმერთი დროულად და საჭიროების ჟამს...
იკითხავენ: რატომ უნდა ისჯებოდეს მარადიულად იგი, ვინც აქ მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში სცოდავდა? მაშ, რატომაა, რომ ადამიანი, რომელმაც წუთიერად აღასრულა მკვლელობა, მთელი ცხოვრება მაღაროში მუშაობით ისჯება.
თქმული, რომ ღმერთის გარდა არავინაა უცოდველი, თუნდაც ქვეყანაზე მხოლოდ ერთი დღე იცოცხლოს (შდრ. იობ. 14, 4), იმათ როდი გულისხმობს, ვინც პიროვნულად სცოდავს; ერთი დღის ჩვილს როგორ შეუძლია შესცოდოს? ამ სწავლებით ჩვენი სარწმუნოების ის სა...
იხილეთ სრულად
თქმული, რომ ღმერთის გარდა არავინაა უცოდველი, თუნდაც ქვეყანაზე მხოლოდ ერთი დღე იცოცხლოს (შდრ. იობ. 14, 4), იმათ როდი გულისხმობს, ვინც პიროვნულად სცოდავს; ერთი დღის ჩვილს როგორ შეუძლია შესცოდოს? ამ სწავლებით ჩვენი სარწმუნოების ის საიდუმლო გამოითქმის, რომლის თანახმად ადამიანური ბუნება ჩასახვისთანავე ცოდვილია. ღმერთს ადამიანი ცოდვილი არ შეუქმნია, მან იგი უმანკო და წმინდა შექმნა. მას შემდეგ, რაც პირველქმნილმა ადამმა ამპარტავნების გამო დაკარგა სიწმინდი...
თუმც ვიღაცამ მითხრა მე რომ, თუ ჩვენ ღვთის დაშვებით ვვარდებით ცოდვაში, მაშინ სწრაფადვე წამოვდგებით და ცოდვას ზურგს შევაქცევთ. რადგან ის, ვინც დაცემას უშვებს, არ ინანებს, რომ მწუხარების ეშმაკი დიდხანს გვტანჯავდეს. თუ ჩვენ დავეცემით,...
იხილეთ სრულად
თუმც ვიღაცამ მითხრა მე რომ, თუ ჩვენ ღვთის დაშვებით ვვარდებით ცოდვაში, მაშინ სწრაფადვე წამოვდგებით და ცოდვას ზურგს შევაქცევთ. რადგან ის, ვინც დაცემას უშვებს, არ ინანებს, რომ მწუხარების ეშმაკი დიდხანს გვტანჯავდეს. თუ ჩვენ დავეცემით, მაშინ პირველ ყოვლისა ამ ეშმაკის წინააღმდეგ უნდა შევიჭურვოთ; რადგან იგი ლოცვის დროს წარმოსდგება ჩვენს გვერდით და ღვთისადმი ჩვენი ძველი კადნიერების გახსენებით ცდილობს ლოცვას მოგვწყვიტოს.
თუ ვინმე შენზე ჭორაობს, ნუ გაბრაზდები, არამედ იტირე და შეგრცხვეს არა იმისა, რომ შენზე ჭორაობენ, არამედ იმ ცოდვის გამო, რომელმაც ასეთ არაწმიდებაში ჩაგაგდო.