თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
თავმდაბალ ადამიანზე არ ვშიშობ. თუ დაეცემა უმდაბლესი და უსაძაგლესი ცოდვითაც კი, ღმერთი ბოლოს მაინც შეიწყალებს მას. სიმდაბლე ფუჭად არასოდეს იკარგება.
ვიხილე ეშმაკის ყველა მახე, ქვეყანაზე დაგებული, ამოვიოხრე და ვთქვი: ვინ გადაურჩება ამათ? და მესმა ხმა: სიმდაბლე გადაურჩება; მახეები მას არც კი შეეხებიან.
ვისთანაც სრული სიმდაბლეა, მან ცოდვის წყევლა დაამარცხა. ვინც შორსაა სიმდაბლისაგან, თავს ნუ მოიტყუებს, თითქოს ცოდვას სძლია.
ვისაც ღვთის წინაშე თავი წმიდად მიაჩნია, ის არაწმიდაა, თუნდაც ყოველ კაცზე უწმიდესი იყოს; წინააღმდეგ ამისა, ვინც თავის თავს ყოველ კაცზე უკანასკნელად თვლის, ის შეიქმნება მართალი.
ვისაც სიმდაბლე აქვს და ცოდვათა გამო ტირის, მას სიკვდილამდე ვერ დასძლევს სიზარმაცე, ამ ორის გარეშე კი თავს ნურავინ მოიტყუებს.
ვინც ღვთის წინაშე თავს იმართლებს, არაწმიდაა, ყველაზე წმიდანიც რომ იყოს; და პირიქით, ვინც თავს ყველაზე უკანასკნელად თვლის, განმართლდება.
ვინც გრძნობს, რომ მას ბევრი კეთილი უქმნია და არ იფიქრებს, რომ ის ყველაზე უკანასკნელია, ის ვერავითარ სარგებლობას ვერ მიიღებს ვერცერთ თავის კეთილ საქმეთაგან.
ვერაფერი შეედრება თავმდაბლობის სათნოებას; ეს არის დედა, ფესვი, საკვები, საფუძველი და კავშირი ყოველი სიკეთისა.
განუშორებელია დიდება მდაბალთაგან. და, თუმცა, ისინი სიმდაბლის გამო მას გაურბიან, მაგრამ როგორც სულიწმიდა ამბობს იგავებში: „თან დაყვება დიდება მდაბალთ“.