სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანის მიწიერ ცხოვრებას ცოდვა ჯოჯოხეთის სატანჯველად აქცევს. მაგრამ სულიერმა ბრძოლამ ცხოვრება შესაძლოა სამოთხედაც გარდაქმნას. თუ ადამიანს "ცოდვის წყვდიადიდან გამოსვლა" სურს, ყურადღებით უნდა გამოიკვლიოს საკუთარი სინდისი, - ეს ღვთისაგან ბოძებული "პირველი საღვთო სჯული" და საკუთარი შეცდომები და ცოდვები სიმდაბლით აღიაროს. ეს ღვაწლი "სინანულის უსასრულო ხელსაქმეს" მოაქვს და სულს საღმრთო ნუგეშს ანიჭებს
22. ყურადღება მიაქციე შენს თავს, რომ დამღუპველმა რამ საქმემ არ განგაყენოს შენ ღვთის სიყვარულისგან, იპყარ შენ გული, ნუ მოტყდები და ნუ იტყვი: როგორ დავიცვა იგი, როდესაც ადამიანი ვარ ცოდვილი? რადგან რაჟამს ადამიანი ტოვებს თავის ცოდვებს და ღვთისკენ მიიქცევა, სინანული ხელახლა შობს და მთლიანად ახალს ხდის მას.
თემა: სინანულიავტორი: აბბა ისაია განდეგილი
წყარო: სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი)
და როცა შენ ტირიხარ სულის მწარე ტკივილით, რადგან შესცოდე, რადგან ღმერთი დაამწუხრე, ტირილთან ერთად შენ ნუგეში და სიხარული გფარავს. და მაშინ გეხსნება ლოცვის კარი.
მინახავს მტირალი ადამიანი, რომელსაც ცრემლის შეკავება სურდა, რადგან ვიღაც შემოვიდა, მაგრამ ვერ შეძლო მათი შეჩერება. რადგან ისინი ისეთი ძალით მოედინებიან, თითქოს ადამიანი ვიღაცამ სასიკვდილოდ დაჭრაო.
მტკივნეული ლოცვა გლოვას შობს. გლოვას ცრემლები მოაქვს. ცრემლები, თავის მხრივ, უფრო სუფთა ლოცვას შობს. რადგან ცრემლები, როგორც კეთილსურნელოვანი მირონი, ჩამორეცხავს ჭუჭყს, და იწმინდება ღმრთის სუნთქვა, რომელიც, როგორც მტრედი, გამომწყვდეულია ოთხ კედელს შორის, როგორც ოთხ სტიქიაში... და მაშინ, როგორც კი დაირღვევა და დაეცემა კედლები, მტრედი აფრინდება თავის მამასთან, რომლისგანაც გამოვიდა
ო, ზეციური დიდებულება! ო, პატივი და სუდიადე ადამიანისა! იგი მოკრძალებული თიხაა, მაგრამ ღმრთაებრივი სუნთქვაცაა! მოვა ჟამი, როცა ის შეიცვლება. "მიწა ხარ და მიწადცა მიიქცე". აღსრულდება ჩვენი შემოქმედის სიტყვები. მაგრამ ღმრთაებრივი ქროლვა, ღმრთაებრივი სუნთქვა - რა მოუვა მას? როგორც მიწა დაუბრუნდება მიწას, ისე სული - ღმრთის ქროლვა - დაუბრუნდება ღმერთს. კი მაგრამ, როგორ? როცა სული ღმერთისგან წარმოიშვა, იგი კეთილსურნელოვანი ღმრთაებრივი ღმრთაებრივი სუნთქვა იყო, მაგრამ ახლაც ისევ ისეთია? არა, ისეთი აღარ არის. მაშ, როგორღა იქნება? აუცილებელია განწმენდა. ცრემლები, გლოვა, ტკივილი, რადგან შენ ესოდენ კეთილი და ქველისმოქმედი მამა დაამწუხრე, ღმერთი, რომელმაც შენ - თიხა - ეგზომ განგადიდა და მოგანიჭა თავისი ღმრთაებრივი სუნთქვა, სინანულის ეს შრომა განგწმენდს მისი მადლით. ამრიგად, ურვა და გლოვა, რათა მან ისევ უწინდელ მდგომარეობაში დაგაბრუნოს.
და როცა შენ ტირიხარ სულის მწარე ტკივილით, რადგან შესცოდე, რადგან ღმერთი დაამწუხრე, ტირილთან ერთად შენ ნუგეში და სიხარული გფარავს. და მაშინ გეხსნება ლოცვის კარი
მხოლოდ მან, ვისაც უხილავს და შეუცვნია ღმერთის მეცნიერება და მადლი, იცის, თუ რაოდენ დაშორებულია ადამიანთა წარმოდგენები ღმრთის მსჯავრისაგან, რომლითაც იგი სოფელს განსჯის. თუკი კაცთმოყვარე მოკიდებს ხელს მხოლოდ ადამიანის სინანულს, მაშინ უკვე თავად უწყის, როგორ სიბრძნით განაგოს ყოველივე დანარჩენი საცხონებლად