ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
თუმც ვიღაცამ მითხრა მე რომ, თუ ჩვენ ღვთის დაშვებით ვვარდებით ცოდვაში, მაშინ სწრაფადვე წამოვდგებით და ცოდვას ზურგს შევაქცევთ. რადგან ის, ვინც დაცემას უშვებს, არ ინანებს, რომ მწუხარების ეშმაკი დიდხანს გვტანჯავდეს. თუ ჩვენ დავეცემით,... იხილეთ სრულად
თუ ვინმე შენზე ჭორაობს, ნუ გაბრაზდები, არამედ იტირე და შეგრცხვეს არა იმისა, რომ შენზე ჭორაობენ, არამედ იმ ცოდვის გამო, რომელმაც ასეთ არაწმიდებაში ჩაგაგდო.
თუ ვინმემ აშკარად სცოდა, არ შეინანა და სიცოცხლის ბოლომდე არანაირი ტანჯვა არ შემთხვევია, ჩათვალე, რომ ულმობელი სამსჯავრო ელოდება.
თუ ვინმე იწყებს ცოდვისთვის დათმობას, მაშინ იგი შიგნიდან შავდება, მას სულის თვალები ემღვრევა და ის ხედვითაც ამღვრეულად ხედავს. შემდეგ იგი უკვე ითხვრება ცოდვით და ცოდვა წეწავს მას. მას შეუძლია წმიდაც კი უწმიდურად დაინახოს.
მიმომწვლილველობა დიდი და საშინელი ცოდვაა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ქრისტიანი ყოველთვის მღვიძარე, ფრთხილი და სულგრძელი უნდა იყოს.
მოწყინება ისაა, როცა კაცს მოეწყინება, ანუ მოსძულდება თავისი თავი, ან რომელიმე კეთილი საქმე; ეს ცოდვაც ეშმაკის მანქანებისგან მოდის.
უფალმა ჩვენი ცხოვრების დღეები შეამცირა, რათა ჩვენი ცოდვების რიცხვი უფრო არ გაზრდილიყო.