დაე, დიდი იყოს ჩვენი მწუხარება: მაგრამ ჯილდო, რაც მისთვის გვაქვს აღთქმული, შეუდარებლად დიდია. ნუთუ უარს ვიტყვით, დავითმინოთ მცირედი, იმისთვის, რომ უდიდესი მივიღოთ?
როგორც ისრაელს არ შეეძლო, მიეღო აღთქმული ქანაანის მიწა მანამდე, ვიდრე სხვადასხვა მტერს არ დაამარცხებდა: ასევე მორწმუნე სული საკუთარ თავს არ უნდა შეჰპირდეს ზეციურ სასუფეველს, ვიდრე არ დასძლევს სხვადასხვა განსაცდელსა და მწუხარებას.
ეკლები, რომლებიც ვარდს გარს ერტყმიან, მას ვერც ფერს და ვერც კეთილსურნელებას ვერ წაართმევენ: განსაცდელი და ტანჯვა-წამება ჭეშმარიტ ქრისტიანს ბრწყინვალებას მატებს.
ერთმა მართალმა მეუდაბნოემ შეამჩნია, რომ ერთი მისი სნეული მოწაფე ხშირი ამოოხვრით მოუთმენლობას გამოხატავდა, უთხრა: "ნუ სულმოკლეობ, შვილო ჩემო! შენი სხეული, რომელიც სნეულებით არის ტანჯული, შეიძლება, შენი სულისთვის მაცხოვნებელ მკურნალ...
იხილეთ სრულად
ერთმა მართალმა მეუდაბნოემ შეამჩნია, რომ ერთი მისი სნეული მოწაფე ხშირი ამოოხვრით მოუთმენლობას გამოხატავდა, უთხრა: "ნუ სულმოკლეობ, შვილო ჩემო! შენი სხეული, რომელიც სნეულებით არის ტანჯული, შეიძლება, შენი სულისთვის მაცხოვნებელ მკურნალად იქცეს. თუ შენი საქმეებით რკინას ჰგავხარ, ტანჯვის ცეცხლი ჟანგისგან განგწმენდს, ხოლო თუ ოქრო ხარ, მაშინ ეს ცეცხლი შენს სათნოებებს მეტ ბრწყინვალებას მიანიჭებს".
თაფლი, რომელიც კვლიავის მწარე მცენარისგან კეთდება, საუკეთესოდ ითვლება. სიკეთეც, რომელიც ცხოვრებისეული განსაცდელების ჟამს, ტანჯვა-წამებით აღესრულება, უმაღლესი სიკეთეა.