თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
ცეცხლს ცეცხლით ვერ ჩააქრობ, არამედ - წყლით; მრისხანებასაც მრისხანებით კი ვერ დათრგუნავ, არამედ - თავმდაბლობითა და დიდი მოთმინებით.
თუ ვინმე რაიმე ცოდვას დაგაყვედრებს, რაც არ ჩაგიდენია, თავი დაიმდაბლე მაყვედრებლის წინაშე და უხრწნელ გვირგვინს მიიღებ
მას, ვისაც კარგად ახსოვს საკუთარი უძლურებანი და ცოდვები, ვინც თავს სხვებზე დაბლა აყენებს, არ სცალია იმისთვის, რომ სხვაზე მრისხანებდეს.
თავმდაბალს არ ახსოვს ბოროტება, რომელიც სხვამ მიაყენა და არ განიკითხავს ცოდვილ ადამიანს. ამრიგად, იგი სამი საშუალებით ღებულობს ცოდვათა მიტევებას: როგორც არაგანმკითხველი არ განიკითხება; როგორც თავმდაბალი გამართლდება და როგორც მიმტევ... იხილეთ სრულად
თუ თავს დაიმდაბლებ, სიმშვიდეს მოიპოვებ, რადგან ვინც თავს აყვედრის, ნებისმიერ შემთხვევაში მოთმინებას ინარჩუნებს.
საკუთარი თავი ყველაზე ცოდვილად და უკანასკნელად წარმოიდგინე და სიმშვიდე გექნება.