ბავშვი, რომელიც მოუთმენლად მიილტვის დედისკენ გულში ჩასაკვრელად, მის ძუძუს წოვს და მშობლის ტკბილი ალერსითა და სიყვარულით ნაყრდება, უფრო გონიერია, ვიდრე ჩვენ, მოწიფული ადამიანები, ვინც რომ ლოცვების გზით ღმერთთან შეერთებას გავურბივარ...
იხილეთ სრულად
ბავშვი, რომელიც მოუთმენლად მიილტვის დედისკენ გულში ჩასაკვრელად, მის ძუძუს წოვს და მშობლის ტკბილი ალერსითა და სიყვარულით ნაყრდება, უფრო გონიერია, ვიდრე ჩვენ, მოწიფული ადამიანები, ვინც რომ ლოცვების გზით ღმერთთან შეერთებას გავურბივართ და მათ ხშირად შრომით ვალდებულებად მივიჩნევთ.
ლოცვა მღვიძარების სათნოებასთან ერთად სულს ასაზრდოებს – მით უმეტეს თუ მლოცველი ამავე დროს სულიერად მღვიძარებს, უსაფრთხოებას ანიჭებს მას, როგორსაც ჩვილი მშობლის ხელებზე განიცდის.
მდუმარე ცხოვრებაში (უდაბნოში) გულისხმისყოფა უაღრესად დიდი შეწევნაა ლოცვისათვის, რამეთუ მისთვის სანუკვარ პირობებს ქმნის. თუმცა, მდუმარება, თავისთავად, ერთგვარი საიდუმლო ლოცვაა და ძლიერ ეხმარება ჩვეულებრივ ლოცვას – როგორც ადამიანს კ...
იხილეთ სრულად
მდუმარე ცხოვრებაში (უდაბნოში) გულისხმისყოფა უაღრესად დიდი შეწევნაა ლოცვისათვის, რამეთუ მისთვის სანუკვარ პირობებს ქმნის. თუმცა, მდუმარება, თავისთავად, ერთგვარი საიდუმლო ლოცვაა და ძლიერ ეხმარება ჩვეულებრივ ლოცვას – როგორც ადამიანს კანის სუნთქვა.
მხოლოდ ღმერთი იყოს შენი გულის მწერალი. უბიწო ცხოვრებით მოამზადე ამ მწერლისათვის წმინდა გონება და ღმრთისმოშიში გული: მაშინ ლოცვისას და წმ. წიგნების კითხვისას შენს გულისფიცარზე შეუმჩნევლად, საიდუმლოდ დაიწერება სული წმიდის კანონ...
იხილეთ სრულად
მხოლოდ ღმერთი იყოს შენი გულის მწერალი.უბიწო ცხოვრებით მოამზადე ამ მწერლისათვის წმინდა გონება და ღმრთისმოშიში გული: მაშინ ლოცვისას და წმ. წიგნების კითხვისას შენს გულისფიცარზე შეუმჩნევლად, საიდუმლოდ დაიწერება სული წმიდის კანონი.
საღამოს, როცა დასაძინებლად ემზადები - ძილი ხომ ყოველი დღისათვის იგივეა, რაც სიკვდილი - გადახედე შენს საქმეებს, განვლილი დღის მანძილზე. მისთვის, ვინც ფხიზლად დარაჯობს საკუთარ სულს, ასეთი განხილვა ძნელი არ იქნება, რადგან ყურადღების ...
იხილეთ სრულად
საღამოს, როცა დასაძინებლად ემზადები - ძილი ხომ ყოველი დღისათვის იგივეა, რაც სიკვდილი - გადახედე შენს საქმეებს, განვლილი დღის მანძილზე. მისთვის, ვინც ფხიზლად დარაჯობს საკუთარ სულს, ასეთი განხილვა ძნელი არ იქნება, რადგან ყურადღების მეშვეობით ქრება დავიწყება, ესოდენ ჩვეულებრივი რამ გაფანტული ადამიანისთვის. ამგვარად, გაიხსენე ყველა ცოდვა, რაც ჩაიდინე სიტყვით, საქმით თუ გულისხმისყოფით, და შეინანე ისინი ღმერთის წინაშე - იმ პირობით, რომ ეცდები გამოსწორდ...
ახალბედებს წმ. მამები ურჩევენ ხშირ, მაგრამ ხანმოკლე ლოცვას, ხოლო როდესაც გონება მომწიფდება სულიერი მოღვაწეობისათვის, გამოიწრთობა და განმტკიცდება, მაშინ უკვე განუწყვეტელი ლოცვის უნარიც მიეცემა.
ვინ რამდენი უნდა წაიკითხოს, თითოეული ადამიანის ძალებსა და გარემოებებზეა დამოკიდებული. არ არის საჭირო გონების გადატვირთვა ლოცვებისა და წმ. წერილის ზედმეტი კითხვით, თუმცა არც ამ საბაბით საკუთარი მოვალეობის უგულებელყოფაა სწორი. როგორ...
იხილეთ სრულად
ვინ რამდენი უნდა წაიკითხოს, თითოეული ადამიანის ძალებსა და გარემოებებზეა დამოკიდებული. არ არის საჭირო გონების გადატვირთვა ლოცვებისა და წმ. წერილის ზედმეტი კითხვით, თუმცა არც ამ საბაბით საკუთარი მოვალეობის უგულებელყოფაა სწორი. როგორც ზედმეტი ჭამა ვნებს სტომაქს და კუჭის აშლას იწვევს, ისე სულიერი საზრდელის გადამეტებული მიღება იწვევს გონების აშლილობას, ზიზღს ყოველგვარი სულიერი მოღვაწეობისადმი, დაბოლოს, მოწყინებას (არა მოწყინება თანამედროვე მნიშვნელობი...