ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს. ნუ შეცდებით: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვე... იხილეთ სრულად
მოციქულებიც ასწავლიან, რომ ღვთის სასუფეველში შესვლა მრავალი განსაცდელის გადატანით მიიღწევა. გამოდის, ეს უცებ სულაც არ ხდება. მოსაგრეებმა, რომელთაც თავად გაიარეს გზა ცხონებისა, გამოცდილებით ამოიცნეს მტრის ყველა ხრიკი, ჩვენთვის წარმ... იხილეთ სრულად
მომავალ საუკუნეში, ცათა შინა, ღმერთის სასუფეველში მყოფი წმიდანები ერთმანეთს მიმართავენ შინაგანი სიტყვით, რომელიც სულიწმიდის მადლის მიერ წარმოითქმება.
მომავალ საუკუნეში, ცათა სასუფეველში მყოფ ყველა წმიდა ადამიანს განღმრთობის განსაზღვრული ხარისხები ექნება შეძენილი იმ ზომით, რა ზომითაც ამჟამად, აწინდელ ქვეყნიურ ცხოვრებაშია იგი სრულყოფილი სულიერ განწმედასა და ზრდაში.
მომავალ საუკუნეში, როგორც წმიდა მამები ამბობენ, ანგელოზები და წმიდა ადამიანები არასდროს არ შეწყვეტენ ნიჭთა წარმატებულ განმრავლებას და სულ უფრო და უფრო მეტი სიკეთისაკენ მსწრაფველნი იქნებიან. სიკეთეთა შემცირებასა თუ სათნოებათა მიდრე... იხილეთ სრულად
თვით ღვთის სასუფევლის გარეთ მყოფნიც კი ჩვენ განსაცვიფრებლად მდიდრები ვართ, ღმერთმა ამდენი რამ მოგვცა: ჩვენ გონებითა და ემოციებით ვართ დაჯილდოებულნი, ჩვენი ცხოვრება იმდენად სავსეა, რომ შეიძლება მეტის ქონა წარმოუდგენელიც კი ჩანდეს. ... იხილეთ სრულად
ვიდრე არ გავაცნობიერებთ იმას, რომ ღვთის სასუფევლის გარეთ ვიმყოფებით და იმისათვის, რომ იქ შეგვიშვან, საჭიროა კარზე დავაკაკუნოთ, შეიძლება, მრავალი წლის განმავლობაში ვცხოვრობდეთ იმ ილუზიით, თითქოს უკვე იქ ვართ და ვერასოდეს ჩავწვდეთ ი... იხილეთ სრულად
ვერვინ შევა ცათა სასუფეველში გვირგვინოსანი, თუ არ აღასრულებს პირველ, მეორე და მესამე განშორებას. პირველია განშორება ნივთების, ადამიანებისა და მშობლებისაგან, მეორე უარყოფა საკუთარი ნებისა, მესამე უარყოფა პატივმოყვარეობისა, რაც მორჩ... იხილეთ სრულად