სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
შენ ნახშირი ხარ - ადამიანო, უფალი კი - შენი ალი და ნათელი
ჭეშმარიტი და სრულყოფილი სიხარული მხოლოდ მათ აქვთ, ვისშიც ღმერთია დავანებული
ვისაც თავის თავში ღმერთი ჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც - ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს
ღმერთთან თუნდაც უბედურებაში ცხოვრება ბედნიერებაა
თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერ ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლებაა და ტყვეობა
ღმერთთან ერთად უბედურებასა და ტანჯვა-წამებაში თუნდაც ჯოჯოხეთში ყოფნა - სიკეთეა; ღვთის გარეშე თავად სამოთხე და ზეცაც კი არაფერია
ო, ნეტავ თქვენ, ვინც სამოთხის ნუგეშზე მიამბობთ - ამბობდა ერთი ფილოსოფოსი - არ ვეძებ სამოთხეს, არამედ მას, ვინც სამოთხე შექმნა
ეძიე ღმერთი, მაგრამ ნუ ეძიებ, თუ სადაა იგი დავანებული
თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი - ზეცაში ყოფნაც წამებაა
უფალთან ერთად ყველგან სამოთხეა; მის გარეშე კი ყველგან ჯოჯოხეთია და სულის უნუგეშო მსხვრევა