წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
უძლეველი ძალი აქვს სიტყვასა ღვთისასა. იგი არს ცხოველი და ძლიერი, იგი მისწვდება განსაყოფელადმე სამშვინველისა სულისა, ძვალთა და ტვინთა, იგი განიკითხავს გონებასა და ზრახვასა კაცისასა; მაშასადამე, მას შეუძლია გამოცვლა და გაუმჯობესება მრთელისა კაცის ბუნებისა. გარნა, საყვარელო ძმაო, ესრეთი საკვირველი ძალი ღვთის სიტყვისა მხოლოდ მაშინ მოქმედებს გულში, ოდეს შენ არ დააბრკოლებ მოქმედებასა მისსა, არამედ სრულიად მიუშვებ მას; ოდეს არ უშლი და არ აყენებ მოქმედებასა მისსა, არამედ სრულიად მიენდობი და მიანებებ თავსა შენსა და თვით შენც შეეწევი შენითა ჭკუითა და ნებითა.
თემა: ღმერთზე მინდობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მიხედე ბუნებასა: მრთელი ცა, ქვეყანა და ყოველი სავსება მისი, ქმნული ხელითა უფლისათა, არის მასწავლებელი და შემაგონებელი შენი; იცან, ვითარ ყოველი არსება ბუნებასა შინა მტკიცედ სდგას და ასრულებს თვისსა წესსა, რომელი მისცა მას შემოქმედმან. მარტო შენ იქმნებია გარდამხდომელი სჯულისა, შენ, რომელიცა აღგამაღლა ღმერთმან უმაღლეს ყოველთა ქმნილებათა თვისთა და მოგცა უმჯობესი სჯული? ეცადე და ნუ გარდახდები ღვთაებრივსა მას სჯულსა, რომელი დაგიდვა შენ ღმერთმან, არა ვითარცა მონასა, არამედ ვითარცა შვილთა თვისთა.
თემა: ბუნებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
სინდისი შენი მრავალგზის გასწავლის და გაფრთხილებს შენ. მოაქციე ყოველთვის ყური სინდისსა შენსა.
თემა: სინდისიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
გააპოხიერე გული შენი ლოცვითა და სიმდაბლითა, რათა გამოიღოს მან ნაყოფი
თემა: ლოცვა, თავმდაბლობა, გულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ვისწავლოთ ჩვენცა, ძმანო და მივეჩვიოთ, რათა ყოველნი ჩვენნი სიტყვანი და საქმენი წარმომდინარეობდნენ კეთილისა წყაროისაგან, რათა ჩვენსა სიტყვათა და საქმეთა შორის იყოს კეთილი კავშირი და თანხმობა და რათა ყოველთა კეთილთა საქმეთა ჩვენ ვიქმოდეთ მოყვასთა ჩვენთა შორის არა თავისა ჩვენისა სადიდებელად, არამედ მოყვასთა ჩვენთა აღსაშენებლად და სანუგეშოდ.
თემა: კეთილი საქმეებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
სახარება ძმანო ქრისტიანენო, გვასწავლის და გვანათლებს ჩვენ ორნაირად, პირველად მით, რომელ იგი, პირდაპირ მოიყვანს იმ დარიგებასა და სიტყვებსა, რომელსა იტყოდა მაცხოვარი, მეორედ მით, რომელ აღწერს მისთა საქმეთა და სასწაულთა. საკუთარი მაგალითი და მოქმედება და სახე მაცხოვრის ცხოვრებისა არის უდიდესი, რადგანაც მოქმედებას აქვს გულსა ზედა კაცისას უდიდესი გავლენა, ვიდრე სიტყვათა, მით უმეტესად, რომელ ცხოვრებისა თვისითა იგი ამართლებდა მას, რასაცა იტყოდა ენითა თვისითა.
თემა: სახარების კითხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
როგორ შევიყვარო მე მტერი ჩემნი, - მეტყვის მე ვინმე - თუ კი ვხედავ, რომ იგი არის ბოროტი, უმართლო და ღვთის სჯულის წინააღმდეგი. თუ ესრეთი ცუდიკაცი შეიყვარე, მაშინ მეც უნდა დავემსგავსო მას და შევიქმნე ბოროტი და ცუდი კაცი. არა, ძმაო ეცადე დაყოველთვის განარჩიე თვით ცუდი კაცი და მისი სიცუდე და ბოროტება. კაცი შეიყვარე, ცოდვა, უსამართლობა და ბოროტება მოიძულე. კაცი არის ღვთის ქმნილება, შენი ძმა, უკვდავი არსება, ამისთვის ის უნდა გიყვარეს. ხოლო უსამართლობა და ბოროტება, რომელიც სამწუხაროდ, არის დანერგილი მის გულში, ეს გძულდეს
თემა: სიყვარული მტრისადმიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
წინაპირველად კაცმან უნდა იგრძნოს სრული ქრისტიანული სიყვარული ყოველთა მოყვასთა თვისადმი და მერმე მას შეუძლია შეიყვაროს მტერნიცა თვისნი. ამასთანავე წინაპირველად კაცმან უნდა განსწმიდოს გული თვისი ყოვლისა მრისხანებისა, სიძულვილისა და ამპარტავნებისაგან და მერმედ შეუძლია აღასრულოს ესე მცნება, ვითარმედ: გიყვარდეს მტერი თქვენნი.
თუ გყავს მტერი ვინმე და მას სურს შენი დაჩაგვრა, მაშინ შენ შენი მხრით, გამხსოვნებელი, რომ მაცხოვარი იტყვის: “გიყვარდეთ თქვენ მტერნი თქვენნი და კეთილ უყოფდით მათ”. პირველად ის ზომა მიიღე, რომ როგორმე შეურიგდე მას და მოსპო მის გულში მტრობა. თუ ეს აღასრულე და შეურიგდე მას და მოსპო მის გულში მტრობა. თუ ეს აღასრულე და შეურიგდი, მაშინ შენ მოიგე კაცი და ჰქმენი დიდი მადლი. თუ ვერ შეიძლე და მტერმან განამრავლა დევნა და უსამართლოება შენდამი, შენ უნდა ეცადო დაფარვა თავისა შენისა იმ ზომითა, რომელსა გაძლევს შენ სამოქალაქო წესი და სოფლისა ამის ჩვეულება; გარნა მოძულებით მაინც ნუ მოიძულებ მას.
თემა: სიყვარული მტრისადმიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მაცხოვარი იმას კი არ მოითხოვს ჩვენგან, რომ ჩვენ მტერთა თავი მივსცეთ შესაჭმელათ და არც ერთი ზომა არ მივიღოთ ჩვენი თავის დასაფარავად მტერთაგან. თუ მტერი გდევნის შენ, ძმაო, შეგიძლია შენ მიიღო ყოველნი ქრისტიანულნი, სჯულიერნი და კანონიერნი ზომანი შენი თავის დასაფარავად, გარნა სიყვარული მაინც გქონდეს მტრისადმი. არასოდეს არ ეძიებდე მისსა დაჩაგვრასა და წახდენასა, არამედ გულში კიდეც გებრალებოდეს იგი.
თემა: სიყვარული მტრისადმიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი