სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
ბევრს ნუ ილაპარაკებ, შვილო, რადგან მრავლისმეტყველება შენს სულს საღვთო შურს უკარგავს. შეიყვარე მდუმარება – ყველა სათნოების მშობელი. ის სულს ისე შემოზღუდავს, რომ მას ეშმაკის ბოროტება ვეღარ შეეხება.
ისწრაფეთ, იჩქარეთ, შვილებო, სათნოების გზაზე; ნუ დაიღლებით. დაჰკარით ეშმაკს, შფოთი კი სიყვარულით განდევნეთ.
ჯილდოს მაშინ მივიღებთ, როცა იმ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელსაც სოფლის სიყვარული გაგვიწევს, შევძლებთ ღვთის ცხოველმყოფელი სიყვარული მოვიპოვოთ და მიუხედავად ცოდვის მიმზიდველობისა, სათნოების ციხე-სიმაგრედ აღვემართოთ!
პატერიკიდან და ისიქასტი მამების გადმოცემიდან ვიცით, რომ ძველად ახალგაზრდები და ახალმოსულები გამოცდილი მოძღვრის კურთხევით იშენებდნენ კელიებს და მარტო ცხოვრობდნენ. მოძღვარს მხოლოდ დროდადრო ხვდებოდნენ, მასთან გულისსიტყვებს ამბობდნენ,... იხილეთ სრულად