შიში - ციტატები, გამონათქვამები
შიში - ციტატები, გამონათქვამები შიში, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა, ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში.
თ. 3-5
მრავალნი სცოდავენ იმის შიშით, რომ სამყაროს კანონების მიმართ ზიზღით ამავე სამყაროს ზიზღი არ დაიმსახურონ.
უწმინდურებს ეშინიათ იქ, სადაც შიში საერთოდ არ არსებობს (ფს. 52, 6); ხოლო სადაც შიში საჭიროა, იქ უშიშარნი არიან.
თუ მხოლოდ ადამიენებისადმი შიშით იცხოვრებ, მაშინ ღმერთისგან დამდაბლებული იქნები, მაგრამ თუ ღვთისა შეგეშინდება, ადამიანებისგანაც პატივცემული იქნები.
ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა, რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც, წარმწყმედი ერთიანობა. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა და ჭეშმარიტი ერთიანობა, კეთილმიზანდასახული და ... იხილეთ სრულად
ურწმუნოებს ეშინიათ სიკვდილის, რადგანაც მასში სიცოცხლის განადგურებას ხედავენ. მრავალ მორწმუნეს ეშინია სიკვდილის, რადგანაც თვლის რომ უნდა აღასრულოს თავისი საქმე ამქვეყნად: ფეხზე დააყენოს შვილები, ანდა დაამთავროს დაწყებული საქმე. თვი... იხილეთ სრულად