წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ურწმუნოებს ეშინიათ სიკვდილის, რადგანაც მასში სიცოცხლის განადგურებას ხედავენ. მრავალ მორწმუნეს ეშინია

ურწმუნოებს ეშინიათ სიკვდილის, რადგანაც მასში სიცოცხლის განადგურებას ხედავენ. მრავალ მორწმუნეს ეშინია სიკვდილის, რადგანაც თვლის რომ უნდა აღასრულოს თავისი საქმე ამქვეყნად: ფეხზე დააყენოს შვილები, ანდა დაამთავროს დაწყებული საქმე. თვით ზოგიერთი წმიდანიც კი შიშს განიცდიდა სიკვდილის ჟამს. როდესაც ანგელოზნი დაეშვნენ, რათა მიეღოთ სული წმიდა სისოისა, ეს ზეციური ადამიანი ევედრებოდა, რომ ცოტა ხნით კიდევ დაეტოვებინათ ამ ცხოვრებაში, რათა შესძლებოდა, მოენანიებინა და მომზადებულიყო სხვა ცხოვრებისათვსი. უფრო ზუსტად, წმიდანებს სიკვდილის კი არ ეშინოდათ, არამედ – უფლის სამსჯავროსი სიკვდილის შემდგომ. და ეს არის ერთადერთი გამართლებული შიში ქრისტიანისათვის, რომელსაც მტკიცედ სწამს მარადიული სიცოცხლისა და უფლის სამსჯავრო.
 
0