იესო ქრისტეს მარადიული ხსოვნა და მასზე ლოცვა ჰბადებს რაღც ღვთაებრივ მდგომარეობას. თუ მუდამ გვექნება გონებაში მასზე ვედრება შეუწყვეტელი სიფხიზლით, როგორც აუცილებელი საქმე. და მართლაც, მხოლოდ ერთი და ერთგვარი საქმე უნდა შევასრულოთ ყ...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტეს მარადიული ხსოვნა და მასზე ლოცვა ჰბადებს რაღც ღვთაებრივ მდგომარეობას. თუ მუდამ გვექნება გონებაში მასზე ვედრება შეუწყვეტელი სიფხიზლით, როგორც აუცილებელი საქმე. და მართლაც, მხოლოდ ერთი და ერთგვარი საქმე უნდა შევასრულოთ ყოველთვის, რაც არის უფალი იესო ქრისტეს სახელის მოწოდება. მხურვალე გულით შევღაღადოთ მას და შეგვეწევა ჩვენ, რათა ვიგემოთ მისი სახელი. რამეთუ, ხშირი ვარჯიშისმიერი გამოცდილება მტკიცეა, როგორც ბუნებრივი. ასეთ მდგომარეობას მიღწ...
ყოველ ჩვენს საქმეს, განზრახვას, გულისსიტყვას, ყოველ შინაგან სწრაფვასა და გატაცებას წინ სულიერი განსჯა წავუმძღვაროთ, საღმრთო სჯულის მიხედვით წარვმართოთ ჩვენი გარეგანი და შინაგანი ცხოვრება. უამისოდ ჩვენი ქცევა ვერც კეთილგონივრული იქ...
იხილეთ სრულად
ყოველ ჩვენს საქმეს, განზრახვას, გულისსიტყვას, ყოველ შინაგან სწრაფვასა და გატაცებას წინ სულიერი განსჯა წავუმძღვაროთ, საღმრთო სჯულის მიხედვით წარვმართოთ ჩვენი გარეგანი და შინაგანი ცხოვრება. უამისოდ ჩვენი ქცევა ვერც კეთილგონივრული იქნება და ვერც ღმერთისთვის სათნო; უამისოდ ყოველთვის გვაცთუნებს მტერი გარედანაც და შიგნიდანაც. ღმრთის შიშმა დაე გვასწავლოს მღვიძარება და სიფხიზლე, საღმრთო სჯულის შესწავლამ და მის მიხედვით ცხოვრებამ კი მოგვანიჭოს სულიერი გან...
გაქვთ წიგნი? იკითხეთ, იმსჯელეთ და საკუთარ თავს მიუსადაგეთ. შეთვისება კითხვის მიზანია და ნაყოფიც მისგანაა. შეთვისების გარეშე კითხვას სარგებელი არა აქვს და უფრო ცუდიცაა. თავში მარტო შეხედულებები გროვდება, რომლებიც გვასწავლიან არა სა...
იხილეთ სრულად
გაქვთ წიგნი? იკითხეთ, იმსჯელეთ და საკუთარ თავს მიუსადაგეთ. შეთვისება კითხვის მიზანია და ნაყოფიც მისგანაა. შეთვისების გარეშე კითხვას სარგებელი არა აქვს და უფრო ცუდიცაა. თავში მარტო შეხედულებები გროვდება, რომლებიც გვასწავლიან არა საკუთარი თავის მომართვას სიკეთისაკენ, არამედ სხვების განკითხვას. შეიძინეთ და იკითხეთ ისიხის სწავლებები სიფხიზლის შესახებ. იქ ახსნილია, თუ როგორ უნდა მოიწესრიგოთ და მართოთ აზრები. წაიკითხეთ ყურადღებით, შეითვისეთ გულმოდგინედ...
კანონი გულმოდგინედ შეასრულეთ და გონების სიფხიზლე და გულის სითბო შეინარჩუნეთ. ეს უკანასკნელი, როგორც კი მოკლებას დაიწყებს, ისწრაფეთ, განაახლოთ იგი, რადგან თუ ის დაიკარგება, ღმერთს განვლილი გზის ნახევარზე უფრო მეტად დაშორდებით. ა...
იხილეთ სრულად
კანონი გულმოდგინედ შეასრულეთ და გონების სიფხიზლე და გულის სითბო შეინარჩუნეთ. ეს უკანასკნელი, როგორც კი მოკლებას დაიწყებს, ისწრაფეთ, განაახლოთ იგი, რადგან თუ ის დაიკარგება, ღმერთს განვლილი გზის ნახევარზე უფრო მეტად დაშორდებით. ამიტომ არის ღვთის შიში შინაგანი სითბოს შემნარჩუნებელი და აღმგზნები. თუმცა საჭიროა სიმდაბლეც, მოთმინებაც, კანონისადმი ერთგულება და ყველაზე მეტად კი სიფხიზლე. ღვთის გულისათვის, თვალყური ადევნეთ თქვენს თავს. ყველანაირად აიძუ...
10. ზღვათა შედგენილობა ბევრი წყალია, ხოლო შედგენილობა და სიმტკიცე მღვიძარებისა, სიფხიზლისა და ღრმა სულისმიერი მყუდროებისა, აგრეთვე უფსკრული უჩვეულო და დაფარული ხილვებისა, გონივრული სიმდაბლისა, სამართლიანობისა და სიყვარულისა ესაა თ...
იხილეთ სრულად
10. ზღვათა შედგენილობა ბევრი წყალია, ხოლო შედგენილობა და სიმტკიცე მღვიძარებისა, სიფხიზლისა და ღრმა სულისმიერი მყუდროებისა, აგრეთვე უფსკრული უჩვეულო და დაფარული ხილვებისა, გონივრული სიმდაბლისა, სამართლიანობისა და სიყვარულისა ესაა თავად უკიდურესი მღვიძარება და გულისზრახვების გარეშე ლოცვა იესო ქრისტესი, და ეს – ხანგძლივად და ხშირად, ამასთან მოწყინების გარეშე (შდრ. ლკ. 18.1).
სულიწმიდის მადლი გვევლინება მრავალი სახით და სხვადასხვა გრძნობით გამოიხატება. სულიწმიდა წარმატებული ლოცვისა და სიფხიზლის ხელოვნების მეშვეობით მლოცველს ანიჭებს ცრემლს, სიხარულს, წინათმცნობელობის, წინამძღვრობისა და სამოციქულო ნიჭის ...
იხილეთ სრულად
სულიწმიდის მადლი გვევლინება მრავალი სახით და სხვადასხვა გრძნობით გამოიხატება. სულიწმიდა წარმატებული ლოცვისა და სიფხიზლის ხელოვნების მეშვეობით მლოცველს ანიჭებს ცრემლს, სიხარულს, წინათმცნობელობის, წინამძღვრობისა და სამოციქულო ნიჭის მადლმოსილებას, ჭირთათმენის, მოთმინების, საღმრთო ნუგეშის, უდიდესი სასოების ძალას, ღვთაებრივი ეროსის, ჭვრეტის, საღმრთო განკვირვების მადლს.
როგორც სიფხიზლითაც დაიცავ გონებას, ისეთი თბილი სურვილით ილოცებ იესოზე, და როგორ მოუფრთხილებლადაც იცავ გონებას, იმდენად განეშორები იესოსგან. ე.ი. პირველი კარგად განწმენდს გონებას, ხოლო უკანასკნელი პირიქით. ე.ი. სიფხიზლისაგან გადახვ...
იხილეთ სრულად
როგორც სიფხიზლითაც დაიცავ გონებას, ისეთი თბილი სურვილით ილოცებ იესოზე, და როგორ მოუფრთხილებლადაც იცავ გონებას, იმდენად განეშორები იესოსგან. ე.ი. პირველი კარგად განწმენდს გონებას, ხოლო უკანასკნელი პირიქით. ე.ი. სიფხიზლისაგან გადახვევა და იესოს სახელის მოწოდების დავიწყება ყოველთვის სრულად აბინძურებს მას.
სულიერი სიფხიზლის ერთ-ერთ გამოხატულებად მიმაჩნია სწორედ ვარცხნილობაც, ადამიანის გარეგნობაც მისი ჩაცმულობაც, სამოსელიც ფეხსაცმელიც. ეს ყველაფერი გარკვეულ ადამიანურ სათნოებებს ან პირიქით -ადამიანის გარკვეულ ნაკლოვანებებს და მანკიერე...
იხილეთ სრულად
სულიერი სიფხიზლის ერთ-ერთ გამოხატულებად მიმაჩნია სწორედ ვარცხნილობაც, ადამიანის გარეგნობაც მისი ჩაცმულობაც, სამოსელიც ფეხსაცმელიც. ეს ყველაფერი გარკვეულ ადამიანურ სათნოებებს ან პირიქით -ადამიანის გარკვეულ ნაკლოვანებებს და მანკიერებებს გამოხატავს.
სიჭაბუკის ჟამს შეკრებილი შრომა სიბერეში მოუძლურებულს გამოკვებავს და ნუგეშს სცემს. მხურვალედ ვიღვაწოთ ჭაბუკნო და სიფხიზლით კეთილად ვისწრაფოდეთ, რადგან სიკვდილის ჟამი არავინ იცის.